ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია-2020“

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია-2020“


დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

ფესტივალის ორგანიზატორი: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი

 მხარდამჭერი ორგანიზაციები: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID); ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF; აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ფოთის მერია, ქალაქ ოზურგეთის მერია,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთი „საქართველოს ქორეოგრაფია“ რედაქცია, ფოლკლორის საერთაშორის ცენტრი.

 ჩატარების  დრო და ადგილი: საქართველო, ქ.ფოთი, ქ. ქობულეთი და ქ. ბათუმი 2020 წლის 1-10 ივლისი.

მიზანი:

  • ფოლკლორის შემოქმედების განვითარება; მსოფლიოს და ფოლკლორული კულტურის გაცნობა, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის  გრძნობის  გაძლიერება, შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია, ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება.
  • ცალკეული  ქვეყნებისა და რეგიონების ფოლკლორული ხელოვნების თავისებურებათა შესახებ თეორიული მოხსენებების მოსმენა, ურთიერთგაცნობისა და ცოდნის ჰორიზონტის გაფართოების მიზნით.

ფესტივალის მონაწილეები:

  • ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა  ქვეყნისა და რეგიონების ფოლკლორული კოლექტივები, რომლის მონაწილეთა ასაკი განუსაზღვრელია.

ჩატარების პირობები: მონაწილეები წარსდგებიან კონცერტზე ორი ნომრით (3-5 წუთით) შემდეგ ნომინაციებში: ფოლკლორული ცეკვვები, ფოლკლორული სიმღერები, (ანსამბლები); ხალხური გამოყენებითი ხელოვნება (გამოფენის გამართვა), დასკვნით ღონისძიებაში მონაწილენი წარდგებიან მხოლოდ ერთი ნომრით.  მუსიკალური გაფორმება დასაშვებია როგორც ცოცხალი შესრულებით ასევე ფონოგრამით. ფესტივალის მონაწილენი განაცხადთან ერთად წარმოადგენენ პროგრამას (აუდიო, ვიდეო, სარეკლამო ნიმუშებს, საგაზეთო და ბუკლეტისათვის საჭირო მასალებს),  ფესტივალის მონაწილენი დაჯილდოვდებიან ლაურეატის დიმლომითა და მედლებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.

 ფესტივალის მუშაობის გრაფიკი:

ივლისი

1-10 ივლისი - საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია-2019“.

ფესტივალის დღის წესრიგი

1 დღე. 1 ივლისი,  ქ. ქობულეთი

  • ფესტივალის მონაწილე დელეგაციების ჩამოსვლა და დაბინავება.

2 დღე. 2 ივლისი - ქალაქი ფოთი

  • დელეგაციების ხელმძღვანელთა  მიღება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში;
  • 16.00 -  ფესტივალის გახსნა ქ. ფოთი. აღლუმის გამართვა;
  • 17.00 -  საფესტივალო კონცერტი;
  • 20.00 - საზეიმო ფოიერვერკი.

3 დღე 3 ივლისი -ივლისი - ქალაქი ბათუმი

  • 10-12 ექსკურსია;
  • 12.00- დელეგაციების  ხელმძღვანელთა მიღება  ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში;
  • 13.00-ქ. ბათუმში აღლუმის გამართვა;
  • 14-20 კონცერტი- ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში

4 დღე. 4-5 ივლისი - ქალაქ ქობულეთი

  • 11-17.00-საფესტივალო კონცერტი ქობულეთის კულტურისა და დასვენების პარკში.

5 დღე. 5 ივლისი - ქალაქი ბათუმი

  • 11-20 - კონცერტი აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში.

6 დღე. 6 ივლისი - ქალაქ ქობულეთი

  • 11.00 - 15.00 - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია;
  • 16.00 - 18.00 - მასტერ-კლასი;

7 დღე. 7 ივლისი - ქალაქი ბათუმი

  • 11.0 0 -  ექსკურსია;
  • 15.00- 20.00 გალა კონცერტი  და დაჯილდოება  ბათუმ საზაფხულო თეატრში;

8 დღე. 8 ივლისი

  • 11.00 - 15.00 - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია;
  • 16.00 - 18.00 - მასტერ-კლასი;

9 დღე. 9 ივლისი

  • 11.00 - 15.00 - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია;
  • 16.00 - 18.00 - მასტერ-კლასი;

10 დღე.  10 ივლისი

  • თავისუფალი დღე - ექსკურსიები, ფეიერვერკები.

 ფესტივალის დაფინანსება:

 EURO 200 – 10 დღე – სასტუმრო (3, 4 და 5 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;

  • EURO 250 – 10 დღე – 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო (3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • EURO 300 – 10 დღე – 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო (2, 3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • EURO 350 – 10 დღე - 3-ვარსკვლავიანი სატუმრო (2 და 3 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

 შენიშვნა: ფესტივალის მონაწილე ჯგუფის ყოველი მე-16 წევრი თავისუფლდება გადასახადისაგან. ფესტივალის მარტო კონცერტზე მონაწილე ყველა ქართული კოლექტივი განაცხადთან ერთად ერთ მონაწილეზე შემოიტანს ერთ (1) კონცერტი -10 ლარი, ორი (2) კონცეტრი -15 ლარი, სამი (3) - კონცერტი 20 ლარი....

 განაცხადების მიღების ვადა 15/06/2019 განაცხადის წარდგენასთან ერთად ფესტივალში მონაწილე კოლექტივი ახდენს გადასახდელი თანხის 50% წინასწარ გადმორიცხვას. დარჩენილი თანხა დაიფარება არუგვიანეს ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

 ჩვენი რეკვიზიტი:

 

ლარი: საქართველის ქორეოგრაფიის ქორეოგრაფთა კავშირი ს.კ.#201950601 საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი  #GE14BG0000000125345801 ბანკის კოდი        BAGAGE22

 მისამართი: თბილისი, ც. დადიანის  ქ. #26, ტელეფონი/ფაქსი+99532 35 48 41

E-mail:choreographers_union@yahoo.com; choreographers_union@mail.ru;

www.qor.ge.

Facebook-საქართველოს ქორეოგრაფია (Choreography of Georgia)