საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის რიტმები“

საერთაშორისო ფესტივალი - "შემოდგომის რითმები"


დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ფესტივალის ორგანიზატორი: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი

 მხარდამჭერი ორგანიზაციები: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID); ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF; კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“;   ქ. მცხეთის. ყვარელის, თელავის მუნიციპალიტეტები, საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურის ინსტიტუტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია, ფოლკლორის საერთაშორის ცენტრი.

 ჩატარების  დრო და ადგილი: საქართველო, ქ, თბილის  2020 წლის 26-30 ოქტომბერი.

მიზანი:

  • ფოლკლორული შემოქმედების განვითარება; მსოფლიოსა და ქართული  ფოლკლორული კულტურის გაცნობა, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის  გრძნობის  გაძლიერება, შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია, ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება.
  • ცალკეული  ქვეყნებისა და რეგიონების ფოლკლორული ხელოვნების თავისებურებათა შესახებ თეორიული მოხსენებების მოსმენა, ურთიერთგაცნობისა და ცოდნის ჰორიზონტის გაფართოების მიზნით.

 

ფესტივალის მონაწილეები: ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა  ქვეყნისა და საქართველოს ფოლკლორული კოლექტივები, ასაკი განუსაზღვრელია.

 ჩატარების პირობები: მონაწილეები წარსდგებიან კონცერტზე ორი ნომრით (3-5 წუთით) შემდეგ ნომინაციებში: ფოლკლორული ცეკვები, ფოლკლორული სიმღერები, (ანსამბლები); ხალხური გამოყენებითი ხელოვნება (გამოფენის გამართვა) დასკვნით ღონისძიებაში. მონაწილენი წარდგებიან მხოლოდ ერთი ნომრით.  მუსიკალური გაფორმება დასაშვებია როგორც ცოცხალი შესრულებით ასევე ფონოგრამით. ფესტივალის მონაწილენი განაცხადთან ერთად წარმოადგენენ პროგრამას (აუდიო, ვიდეო, სარეკლამო ნიმუშებს, საგაზეთო და ბუკლეტისათვის საჭირო მასალებს),  ფესტივალის მონაწილენი დაჯილდოვდებიან ლაურეატის დიმლომითა და მედლებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.

 ფესტივალის დაფინანსება:

 

ფესტივალში მონაწილეობის გადასახადი: თვითდაფინანსების პრინციპის შესაბამისად, ყოველი მონაწილე ჯგუფი/სოლო შემსრულებელი იხდის შემდეგ გადასახადს თითოეულ მონაწილეზე:

  • EURO 200 – 10 დღე – სასტუმრო (3, 4 და 5 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • EURO 250 – 10 დღე – 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო (3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • EURO 300 – 10 დღე – 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო (2, 3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
  • EURO 350 – 10 დღე - 3-ვარსკვლავიანი სატუმრო (2 და 3 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

 შენიშვნა: ფესტივალის მონაწილე ჯგუფის ყოველი მე-16 წევრი თავისუფლდება გადასახადისაგან. ფესტივალის ყველა ქართული კოლექტივი განაცხადთან ერთად ერთ მონაწილეზე შემოიტანს ერთ (1) კონცერტი -10 ლარი, ორი (2) კონცეტრი -15 ლარი, სამი (3) - კონცერტი 20 ლარი.

 განაცხადების მიღების ვადა 10//2020 განაცხადის წარდგენასთან ერთად ფესტივალში მონაწილე კოლექტივი ახდენს გადასახდელი თანხის 50% წინასწარ გადმორიცხვას. დარჩენილი თანხა დაიფარება არუგვიანეს ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

 
ჩვენი რეკვიზიტი:

ლარი: საქართველის ქორეოგრაფთა კავშირი   ს.კ.#201950601  საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი  #GE14BG0000000125345801 ბანკის კოდი      BAGAGE22

В Долларах США: Intermediary Bank: Citibank N.A.,New York, USA; CITIUS33

Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT:  BAGAGE22; 29 a Gagarin street, Tbilisi 1060, Georgia

Beneficiary: CREATIVE UNION OF THE CHOREOGRAPHERS OF GEORGIA  ს.კ.#201950601   Account: GE14BG0000000125345801

В Евро: Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF

Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT:  BAGAGE22; 29 a Gagarin street, Tbilisi 1060, Georgia

Beneficiary: CREATIVE UNION OF THE CHOREOGRAPHERS OF GEORGIA  ს.კ.#201950601  Account: GE14BG0000000125345801

მისამართი: თბილისი, ც. დადიანის  ქ. #26, ტელეფონი/ფაქსი+99532 35 48 41

E-mail:choreographers_union@yahoo.com; choreographers_union@mail.ru; www.qor.ge. Facebook-საქართველოს ქორეოგრაფია (Choreography of Georgia)