რამინ მიქაბერიძის და მაია მიქაბერიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნისა 17 დეკემბერს
მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, 20:00 საათზე, ქ. თბილისის დიდ
საკონცერტო დარბაზში, ტარდება ქართული ხალხური სიმღერის ერთ - ერთი
გამორჩეული მოამაგის, მომღერლისა და ლოტბარის, არა ერთი ნიჭიერი
თაობის აღმზრდელის, კორიფეთა შორის უდავოდ საპატიო ადგილის მქონე,
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ
„რუსთავის“ „ოქროს თაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლის და
ანსამბლის ჭეშმარიტი მემატიანის, ცნობილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის
უცვლელი პარტნიორის, რამინ მიქაბერიძის და ამავდროს მისი ქალიშვილის
მაია მიქაბერიძის სახელობითი ვარსკვლავის გახსნისა და
შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მაია მიქაბერიძე ანსამბლ „მართვეს“ პირველი თაობის ერთადერთი სოლისტი
გოგონა იყო, ჩამოაყალიბა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი „საგალობელი“,
რომელიც დღემდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, იყო გოგონათა
გუნდ „მანდილის“ ხელმძღვანელი, ქ. ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო
ფოლკლორული გუნდის დირიჟორი, დღემდე შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამუსიკო მიმართულების
ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო
კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის გუნდის დირიჟორი, ჩამოაყალიბა
ფოლკლორული გუნდი „პატრიარქის ნათლულები“, არის საპატიო ჯილდო
,,ღირსების ორდენი“-ს მფლობელი და ხუთი შვილის დედა.
ორგანიზატორები: კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი
,,არტ-ფოლკი“.
მხარდამჭერი: საქართველოს კულტურის პალატა, ქ. თბილისის მერია,
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი.
გენერალური სპონსორი: სს წყალი მარგებელი
სპონსორი: კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია
ღონისძიებაზე მონაწილეობენ:
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი“
ქართული ხალხური სიმრერისა და ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავი“
აფხაზეთის სიმღერისადა ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი“
მიქაბერიძეების ოჯახი
გუნდი „პატრიარქის ნათლულები“
გუნდი „საგალობელი“
ბავშთა ფოლკლორული გუნდი
ანსამბლი ,,მძლევარი“
ფოლკლორული გუნდი ,,ბიჭუნები“
ანსამბლი ,,მართვე“
ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩოხოსნები“
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ერქვანი“