Online Art-Folk Fest 2020

Online Art-Folk Fest 2020
 
 
ცეკვისა და სიმღერის ონლაინ-ფესტივალი-კონკურსი
Online Art-Folk Fest 2020
 
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
 
ფესტივალის ორგანიზატორი: კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, კულტურის ინსტიტუტი.
 
მხარდამჭერი ორგანიზაციები: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID); ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია (EAFF); 2gether Production Company. 
 
ფესტივალის ჩატარების პერიოდი და პირობები: 
 
2020 წლის 28 მარტიდან 25 აპრილამდე  
 
ცეკვისა და სიმღერის ონლაინ-ფესტივალი-კონკურსი გამიზნულია ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა სხვადასხვა ასაკისა და კატეგორიების ჯგუფებისა და სოლო შემსრულებლებისთვის მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ბავშვების, ახალგაზრდებისა და უფროსებისთვის შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვეულ რიტმში ცხოვრება და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სცენაზე ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. 
 
კონკურსის ერთ გამარჯვებულს გადაეცემა გრან-პრი 500 ლარი ოდენობით (ყველა კატეგორიიდან არჩეული). გამარჯვებული (ყველა კატეგორიიდან და ჯგუფიდან) შეირჩევა წარმოდგენილი საკონსურსო მასალების ფესტივალის შესაბამის „ფეისბუკ“ გვერდზე და „იუთუბ“-არხზე ატვირთვის შედეგად მიღებული „მოწონებების“ რადენობის მიხედვით. 
 
მონაწილეობის პირობები: მონაწილეები წარმოადგენენ ორ ნომერს (3-5 წუთი). ვიდეო-მასალა ატვირთული უნდა იყოს ელექტრონული სახით და გამოგზავნილი ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე - art-folk.ge@mail.ru . გამომდინარე იქიდან, რომ მასალები შესაძლოა საკმაოდ დიდი ზომის იყოს, შეგიძლიათ ატვირთოთ www.wetransfer.com-ზე და მოგვაწოდოთ შესაბმისი ლინკები. 
ასაკობრივი კატეგორია: 
შეზღუდული არ არის
მონაწილეები: 
ჯგუფები
ცეკვა
 
- ფოლკლორული ცეკვის ჯგუფები (აუთენტური და სტილიზებული); 
- კლასიკური ცეკვის ჯგუფები; 
- თანამედროვე ცეკვა (ჯაზი, მოდერნი, ნეოკლასიკა და ა.შ.); 
- Street dance (ჰიპ-ჰოპი, დისკო, ტექნო, ბრეიკ-დანსი და სხვა სტილები). 
ვოკალი
 
- აკადემიური სიმღერა; 
- ჯაზი/როკი/რეპი; 
- ფოლკლორი; 
- პოპი. 
ინსტრუმენტალური/ორკესტრი
სოლო შემსრულებლები
ვოკალი
 
ქორეოგრაფია
 
ინსტრუმენტალური წარმოდგენა
ჯილდოები: 
ფულადი გრან-პრი ერთი გამარჯვებულისთვის - 500 ლარი, ყველა კატეგორიიდან არჩეული ერთი გამარჯვებულისთვის. 
 
ფესტივალში და კონკურსში მონაწილეობის გადასახადი: თვითდაფინანსების პრინციპის შესაბამისად, ყოველი მონაწილე ჯგუფი/სოლო შემსრულებელი იხდის ერთჯერად 100 ლარს კონკურსში მონაწილეობისთვის. 
 
ჩვენი საბანკო რეკვიზიტები: 
 
კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“
საქართელოს ბანკი,  ა.ა:  GE10BG0000000265131700
 
მისამართი: ქ. თბილისი. ც. დადიანის 26 
Tel-Faxs: +99532 35 48 21; Mob:+995 598 35 48 41
E-mail: qor.union@gmail.com. Murman_gtu@mail.ru. www.artfolk.ge Facebook – Art-Folk