ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანამბლი "ნართები"

                 ანსამბლი "ნართები" 2007 წელს ჩამოყალიბდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის, „ღირსების ორდენის“ კავალერის, ლეგენდარული „სუხიშვილების“ ანსამბლის „ოქროსთაობის“ წარმომადგენლისა და ყოფილი სოლისტის, ვარსკლაოსანი,კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის,  ამავე ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ნართების“ კონსულტატის ბატონ ომარ ხუბაევის მიერ.
ანსამბლის ჩამოყალიბების და საქმიანობის მიზნები:
1.ქართულ-ოსური კომფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ჩართვა;
2.მიღწეულ იქნას ქართული და ოსური ხალხური სიმღერებისა და ცეკვის(ფოლკლორის) შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება;
3.ქართულ-ოსური ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია;
4.მომავალი თაობის ქართულ-ოსური ერთიანობის იდეებით აღზრდა;

                მიუხედავად "ახალგაზრდა" ასაკისა, "ნართებმა" მრავალი ჯილდოს მოპოვება მოასწრო. იგი ხშირად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონცერტებში. ანსამბლი მრავალი პრემიის და გრან–პრის მფლობელია.
                 "ნართებმა" წარმატება ჩამოყალიბების პირველ წელსვე მოიპოვა ფოლკლორული ანსამბლების საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც საქართველოში კერძოდ ქობულეთში გაიმართა 2007 წელს, მას აქ გრან–პრი გადაეცა.
                გრან–პრით დაბრუნდა ანსამბლი 2008 წელს თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართული ქორეოგრაფთა საერთაშორისო კონკურსიდან სახელწოდებით "ოქროს ყარაგიოზი", 2009 წელს კი ევროპაში განთქმულ შაულაიას (ლიტვა) საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გრან–პრისთან ერთად მაყურებლის სიმფათიის პრიზიც გადაეცა.
                2010 წელს "ნართები" გერმანიასა და იტალიაში საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ორივე ქვეყანაში მან ასევე გრან–პრი და მაყურებლის  დიდი მოწონება დაიმსახურა.
                2011 წელს ანსამბლი ეწვია პორტუგალიას, სადაც საერთაშორისო ფოლკლორულ ფორუმზე გრან–პრი ხვდაწილად.
                 ანსამბლ "ნართების" სამხატვრო ხელმძღვანელია, ლეგენდარული „სუხიშვილების“ ანსამბლის „ოქროსთაობის“ წარმომადგენლი და ყოფილი სოლისტი გოგიტა თათულაშვილი, ქორეოგრაფ–რეპეტიტორი დავით კალანდაძე , რომლებიც თავდაუზოგავად უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ახალგაზრდა თაობის მოცეკვავეებს.
                ანსამბლ "ნართებში" მოღვაწეობს ვაჟთა ვოკლიალური და ხალხური ინსტრუმენტული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია დავით ელბაქიძე,  რომელიც მუშაობს ოსურ და ქართულ ფოლკლორის  სასიმღერო და ინსტრუმენტულ ნიმუშებზე.
                2012 წელს ანსამბლ "ნართები“-ს მოცეკვავეებმა და მომღერლებმა მონაწილეობ ამიიღეს ცნობილ ფოლკლორულ ფესტივალ "არტ–გენში" , რასაც მრავალი დადებითი გამოხმაურება და წინადადება მოჰყვა. ამავე წელს ანსამბლის სრულ შემადგენლობას წილად ხვდა  "თბილისობის" დახურვის პატივი, იგი აბანოთ უბანში გამართულს ცენაზე საათ ნახევრიანი კონცერტით უდიდესი წარმატებით წარდგა ქართული მაყურებლისა და ქალაქის სტუმრების წინაშე.
                მოცეკვავეთა ანსამბლს მუსიკალურ თანხლებას უწევს ინსტრუმენტალისტთა შვიდკაციანი ჯგუფი, რომელიც ძველი და ახალი თაობის მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული; თანხლების გარდა ის დამოუკიდებელ  მუსიკალურ  ნომრებსაც ასრულებს.
                მრავალფეროვანია ანსამბლ "ნართების" , როგორც ქორეოგრაფიული, ასევე სასიმღერო და ინსტრუმენტული რეპერტუარი. იგი ასრულებს, როგორც ოსურ, ასევე კავკასიურ და საქართველოს სხვა და სხვა კუთხის ცეკვებსა და სიმღერებს.