წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი
არტ-ფოლკი
წესდება



მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1.    კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი  წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2.    სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.    საზოგადოების სახელწოდება: კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.4.    სამართლებრივი ფორმა: კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი

1.5.    იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-3 კორპუსი, ბინა 46.

1.6.    საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი:
qor.union@gmail.com; urman_gtu@mail.ru;
მობ: 593148326; 598354841; 599556928.

1.7.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

მუხლი 2

საზოგადოების საქმიანობის მიზნები

2.1. კავშირის  ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია:
ა) ხალხური შემოქმედების, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება,    შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მეცნიერული კვლევა;
ბ) ხალხური ხელოვნების მოვლა-დაცვისა და განვითარების საკითხებზე საქართველოს რეგიონებში (რაიონი, ქალაქი, სოფელი) მოქმედი ხალხური შემოქმედებისა და მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებისათვის, ფოლკლორული ჯგუფების, შემოქმედებითი გაერთიანებების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებული ფოლკლორის სტუდიების, თვითნასწავლი მხატვრების, ხალხური რეწვის ოსტატებისა და სახალხო მთქმელებისათვის კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა;
გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ავთენტიკური ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული გალობის დაცვასა და განვითარებას;
დ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიზნობრივი მივლინებებისა და სპეციალური ექსპედიციების მეშვეობით ფოლკლორული მასალის მოძიება, შეკრება-დამუშავება (გაშიფვრა) და ამ გზით ხალხური შემოქმედების დარგების (ჟანრების) მეცნიერული კვლევა და ანალიზი;
ე) ადგილებზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორია-სემინარების, მასტერ-კლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება ცენტრსა და წარმომადგენლობებში (ცენტრებში);
ვ) კულტურული (ფოლკლორული) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ფოლკლორის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
ზ) ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების (მათ შორის, საკონცერტო საქმიანობის) განხორციელება.

2.    2.2. თავისი მიზნების განხორციელებისათვის კავშირს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა განსაზღვრაში;
ბ) ხალხური შემოქმედების კვლევის, მოძიების, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით მოაწყოს სამეცნიერო ექსპედიციები, სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, კონცერტები, გამოფენები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) მოაწყოს სამეცნიერო ექსპედიციები, მოამზადოს და გამოსცეს სხვადასხვა სახის სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა, აუდიო და ვიდეომასალა, გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები;
დ) ითანამშრომლოს ტრადიციული ხელოვნებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მეცნიერებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ოსტატებთან;
ე) გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებთან;
ვ) დადოს გარიგებები საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, შეიმუშაოს ხალხური შემოქმედების ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები;
ზ) მოაწყოს ფესტივალები, კონკურსები, ფორუმები, დებულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ;
თ)  განათავსოს სპეციალური ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში, გამოიყენოს სოციალური ქსელები და ახალი ტექნოლოგიური საშუალებები;
ი) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები;
ლ) ქმნის სტრუქტურულ ქვედანაყოფების (ცენტრები) საქართველოში და საზღვარგარეთ;
მ) უზრუნველყოს კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურების საქმიანობის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია;
პ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ჟ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;
რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
2.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
2.4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 

მუხლი 3
საზოგადოების დამფუძნებლები

3.1. საზოგადოების დამფუძნებლები არიან:
• მურმან გამისონია პ/მ #62006000197 #13IC10803, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაც. თარიღი 27/09/2013 წ.   მის: ქ. , მოსკოვის გამზირი, მე-5 კვ. მე-3 კორპ. ბინა 46.  დაბ. 28 ივნისი 1969 წ.


მუხლი 4
მართვა

4.1. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებელთა კრება ;
ა)  საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ, კრებას თავმჯდომარეობს ორგანიზაციის დირექტორი;
ბ)   საერთო კრების მიმდინარეობის შესახებ დგება კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე (დირექტორი);
დ) დამფუძნებელთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება: საზოგადოების წესდების დამტკიცება, ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ე) დამფუძნებელთა საერთო კრება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებებს კრებაზე დასმულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.


მუხლი 5
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

5.1.    საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა
5.2.    გამგეობა შედგება წევრისგან (დამფუძნებლებისგან და დირექტორისაგან) ესენი არიან: ა) მურმან გამისონია პ/მ #62006000197 #13IC10803, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაც. თარიღი 27/09/2013 წ.   მის: ქ. თბილისი მოსკოვის გამზირი მე-5 კვ. მე-3 კორპ. ბინა 46.  დაბ. 28 ივნისის 1969 წ.
5.3.    გამგეობა უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ თუ მას ესწრება აბსოლუტური უმრავლესობა;
5.4.    გამგეობას ხელმძღვანელობს საზოგადოების დირექტორი ა) მურმან გამისონია პ/მ #62006000197 #13IC10803;
ა)   იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების ჩატარების შესახებ 1 კვირით ადრე აცნობებს ინფორმაციას მოსაწვევ პირებზე;
ბ)  გაფრთხილებით მიმართავს ორგანიზაციის იმ წევრს რომელის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს;
დ)   გამგეობის წევრები ირჩევა საერთო კრების მიერ უბრალო უმრავლესობით;
ე)    გამგეობა განსაზღვრავს საზოგადეობის ძირითად მიმართულებებს, სახსრების მოძიების და განკარგვის საკითხებს;
ვ) გამგეობა ნებისმიერ ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას იღებს აბსოლუტური უმრავლესობით;
ზ)  საზოგადოების ხელმძღვანელ პირს წარმოადგენს საზოგადოების დირექტორი, რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელი;
თ)   დირექტორი აირჩევა 1 წლის ვადით საერთო კრების მიერ უბრალო უმრავლესობით;
ი)   დირექტორი წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
კ)   ხელმძღვანელობს გამგეობისა და საერთო კრებებს;
მ)   ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ფინანსური სახსრების განკარგვის აღსრულებას;
ნ)   ორგანიზაციის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს;
ო)   ირჩევს პრიორიტეტებს ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე;
პ) ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა იმ მოვალეობას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებას.


მუხლი 6

დამფუძნებელთა/წევრთა უფლება-მოვალეობები

6.1.    დამფუძნებლები: ა)მურმან გამისონია პ/მ #62006000197 #13IC10803, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაც. თარიღი 27/09/2013 წ.   მის: ქ. თბილისი მოსკოვის გამზირი მე-5 კვ. მე-3 კორპ. ბინა 46.  დაბ. 28 ივნისის 1969 წ. დირექტორი და დამფუძნებლებს აქვთ თანაბარი უფლებები ისინი გადაწყვეტილებებს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ, მათ აქვთ უფლება იმოქმედონ საზოგადოების სახელით, შეასრულონ ყველა ის სამუშაო რაც აუცილებელია საზოგადოების მიზნების მისაღწევად, მოიძიონ სახსრები განკარგონ ისინი მისცენ მიმართულება. დირექტორი აირჩევა უადო  ვადით საერთო კრების მიერ უბრალო უმრავლესობით;
6.2.    ორგანიზაციას შესაძლებელი ყავდეს განუსაზღვრელი რაოდენობის წევრები რომელთა შორისაც შესაძლოა იყვნენ უცხოეთის მოქალაქეებიც;
6.3.    ორგანიზაციის წევრობის მსურველი წერილობით მიმართავს ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით რომლის საკითხიც განიხილება საერთო კრებაზე და უბრალო უმრავლესობით ხდება საკითხის გადაწყვეტა.
6.4.    კავშირის წევრობიდან გაირიცხებიან:
-    ანტისაზოგადოებრივი და ამორალური საქციელისათვის, რომელიც ბღალავს კავშირის მოღვაწის სახელს და ღირსებას;
-    საწევრო შენატანის გადაუხდელობისათვის 1 წლის მანძილზე.
6.5.    კავშირის წევრობიდან გაირცხვის გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გარიცხული წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
6.6.    კავშირის წევრად აღდგენა შესაძლებელია გარიცხვიდან სამი წლის შემდეგ. შექმნას კავშირის წევრობის ეთიკის კოდექსი.


მუხლი 7

საზოგადოების ლიკვიდაცია/რებორგანიზაცია

7.1.    ლიკვიდაციის დაწყებაზე უფლებამოსილი პირები არიან დამფუძნებლები აბსოლუტური უმრავლესობით და ისინი აბსოლუტური უმრავლესობით იღებენ ლიკვიდაცია- რეორგანიზაციის დაწყებაზე გადაწყვეტილებებს.
7.2.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.3.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 391 მუხლის შესაბამისად;
7.4.    ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს;
7.5.    დამფუძნებელთა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პრეოცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან;
7.6.    ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა)    გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განცხორციელებას;
ბ)   ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ)   ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის;
7.7.    აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის;
7.8.    თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროეცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

მუხლი 8
დასკვნითი დებულებები

8.1.    წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან;
8.2.    თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე;
8.3.    ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.


მურმან გამისონია პ/მ #62006000197 #13IC10803,                          ________________________