„წლის ხელოვნი 2024”
კონკურსის მიზანია
ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაცია, წახალისება და ხელშეწყობა;
I. ზოგადი დებულებები
1.1. დებულება განსაზღვრავს
ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთათვის „წლის ხელოვნი 2024“
მინიჭების პირობებსა და წესს;
1.2. „წლის ხელოვნი 2024“ ახორციელებს საორგანიზაციო კომიტეტი;
1.2. „წლის ხელოვნი 2024“ ახორციელებს საორგანიზაციო კომიტეტი;
1.3. „წლის ხელოვნი 2024“
ლაურეატების გამოვლენა ხდება 8 განსაზღვრული ნომინაციის
მიხედვით;
1.4. დარგების მიხედვით შერჩეულ 3
ნომინანტს გადაეცემა სპეციალური სიგელი, ხოლო გამარჯვებული კანდიდატი
ჯილდოვდება დიპლომით;
II. კონკურსში
მონაწილეობის წესები და პირობები
2.1. კონკურსში მონაწილეობის
მიღება შეუძლიათ 18 წლის+ ახალგაზრდა შემოქმედებს;
2.2. საკონკურსო ნამუშევრის
წარდგენა შეუძლია როგორც თავად ავტორს, ასევე
კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამომცემლობებს,
შემოქმედებით ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს, შესაბამისი
სააპლიკაციო ფორმის მიხედვით (იხ. დანართი #1);
2.3. „წლის ხელოვნი“ ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა წარდგენა ხდება ბოლო 1 კალენდარული წლის განმავლობაში შექმნილი ან/და გამოქვეყნებული ნაშრომის/ნამუშევრის მიხედვით. ნომინირებამდე, წარდგენილი საკონკურსო ნამუშევარი/ნაშრომი, ცნობილი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის;
2.4. საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, ცალკეული ნომინაციის მოთხოვნის შესაბამისად უნდა იქნას წარმოდგენილი:

- თეატრალური ხელოვნება - CD ვიდეოფორმატი (-R) - 3 ეგზემპლარი; · კინოხელოვნება - CD ვიდეოფორმატი (-R) - 3 ეგზემპლარი;
- ლიტერატურა (პროზა, პოეზია) - ნაბეჭდი (წიგნი ან ჟურნალი) – 3 ეგზემპლარი - (ნაშრომს მინიჭებული უნდა ჰქონდეს წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი - ISBN ან საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი ISSN);
- მუსიკა - CD აუდიოფორმატი - 3 ეგზემპლარი; საჯარო შესრულების დამადასტურებელი მონაცემები;
- ქორეოგრაფია - CD აუდიოფორმატი - 3 ეგზემპლარი; საჯარო შესრულების დამადასტურებელი მონაცემები;
- სახვითი ხელოვნება - CD ფორმატი - 3 ეგზემპლარი (ჟიურის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ორიგინალი); გამოფენაზე მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ფოტოგრაფია - CD ფორმატი - 3 ეგზემპლარი; საკონკურსოდ წარმოდგენილ ერთ ნამუშევარს თან უნდა ახლდეს პორტფოლიო (ოთხი ნამუშევარი).- Jpeg ფორმატში, გაფართოებით - არაანაკლებ 8 მეგაპიკსელისა; საკონკურსოდ მიიღება ნამუშევარი,რომელიც გამოქვეყნებული იყო ბეჭდურ მედიაში (ISSN), ან მონაწილეობდა კონკურსზე ან გამოფენაში.
2.5. „წლის ხელოვნის პრემიის“
ლაურეატის ნამუშევარი კონკურსში არ განიხილება;
2.6. „წლის ხელოვნის პრემიის“
ნომინანტებს ეძლევათ შესაძლებლობა განმეორებით მიიღონ მონაწილეობა
კონკურსში;
III. „ „წლის ხელოვნის
პრემიის “ ნომინანტთა შემრჩევი კომისიებისა და ჟიურის შექმნისა და
მუშაობის წესი
3.1. დარგობრივი კომისიებისა და
ჟიურის შემადგენლობასა და რაოდენობას ამტკიცებს „წლის ხელოვნის
პრემიის “ საორგანიზაციო კომიტეტი;
3.2. დარგობრივი კომისიებისა და
ჟიურის რაოდენობა განისაზღვრება ნომინაციების რაოდენობიდან
გამომდინარე;
3.3. „წლის ხელოვნის პრემიის “
ლაურეატის გამოვლენა ხდება ორ ეტაპად:
1) შემოსული კანდიდატურებიდან,
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაკომპლექტებული დარგობრივი კომისია
გამოავლენს სამ ნომინანტს და განსახილველად გადასცემს ჟიურის;
2) დასახელებული ნომინანტებიდან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ჟიური შეარჩევს თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს.
იხილეთ 2022 წლის ხელოვანები
მხარდამჭერი ორგანიზაციები:
2) დასახელებული ნომინანტებიდან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ჟიური შეარჩევს თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს.
იხილეთ 2022 წლის ხელოვანები
მხარდამჭერი ორგანიზაციები: