ახალგაზრდული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის ბრენდირება ( სერტიფიცირება)

ახალგაზრდული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის ბრენდირება

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის  სანიმუშო საბავშვო სახალხო და ახალგაზრდული სახალხო  ქორეოგრაფიული  ანსამბლების საქმიანობისა და  ბრენდირების (სერტიფიცირება) წესის შემოღების შესახებ

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ორი წლის მანძილზე გახორციელდება სანიმუშო საბავშვო სახალხო და ახალგაზრდული სახალხო  ქორეოგრაფიული  ანსამბლების ბრენდირების (სერტიფიცირება) პროცესი.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სკოლებთან, სტუდიებთან და კულტურის სახლებთან საქმიანობს მრავალი მაღალი დონის შემოქმედებითი აქტივობით გამორჩეული საბავშვო ქორეოგრაფიული კოლექტივი. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურს-ფესტივალებში, წარმატებით მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში. მათი მუშაობის კოორდინაციისა და  გამორჩევის მიზნით კავშირმა შეიმუშავა აღნიშნული ანსამბლებისათვის სახალხო-საჩვენებელი კოლექტივის მინიჭების წესი და შესაბამისი პრაქტიკა, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა  ანსამბლების შემოქმედებით და სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, მიმდინარე ეტაპზე მიღწეული შედეგი საკმარისი აღარ არის და საჭიროა ახალ, თვისებრივ მდგომარეობაზე გადასვლა. კავშირის  ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ საჭიროა ბრენდირების წესის შემოღება. კერძოდ სათანადო ინფრასტრუქტურის, სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს, ასევე სტაბილური სასწავლო კონტიგენტის მქონე სტუდია და ანსამბლი  მოცემულ ეტაპზე შეფასდება მისი საქმიანობის შინაარსის შესაბამიდ.

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი  მიმართავს ზემოაღნიშნული წოდებების მქონე ანსამბლებს მოემზადონ ღონისძიებაში  მონაწილეობის მისაღებად.

საქართველოს რეგიონებიდან  განაცხადი მიიღება   საქართველოს  ქორეოგრაფთა კავშირის ცენტრალურ  აპარატში. 

მისამართზე: 0180 ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. #26;  Mob:599 989-996 593 148-326;
E-mail: choreographers_union@mail.ru; qor.union@gmail.com.
www.qor.ge. www.artfolk.ge

იხილეთ სრული დადგენილება

16.02.2019