ბრავო ომარ

ბრავო ომარ

 მიმდინარე წლის 16 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს  ქორეოგრაფთა  კავშირის ორგანიზებით ტარდება  გამოჩენილი  ხელოვანის, საუკუნის   ლეგენდარული  მოცეკვავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს  სახალხო არტისტის, ეროვნული პრემიის ლაურეატის, „ღირსების ორდენის“ კავალერის, „ხელოვნების  ქურუმის“, ომარ მხეიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საბავშვო და  ახალგაზრდული ქოროგრაფიული ანსამბლების   ტრადიციად ქცეული  ყოველწლიური ფესტივალი „ბრავო ომარ!“

 ღონისძიების მხარდამჭერები არიან: IUNESCO-ს ცეკვის  საერთაშორისო  საბჭო (CID);  ფოლკლორული ცეკვების    ევროპული ასოციაცია (EAFF); ქ. თბილისის მერია; კულტურის ინსტიტუტი; ხელოვნებისა და  კულტურის განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; ვეტერნ ქორეოგრაფთა   საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი; შპს „ვარდის  სახლი“; კულტურის ცენტრი „არტ-ჰოლი“ და ინტერტელევიზია   „ვარსკვლავები Stars.ge.

16.02.2019