კულტურის ინსტიტუტი

alt

არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირი

კულტურის ინსტიტუტი

 

 

 Extract from Registry of Entrepreneurs and Non-Entrepreneurial (Non-Commercial) Legal 
Institute of Culture
 

 

 

 

 

 

  

 

 

. თბილისი

2020 .


 

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

 

1.1.                     კულტურის ინსტიტუტი (შემდგომში როგორც ინსტიტუტი) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.2.                     სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.                     საზოგადოების სახელწოდება: ააიპ კულტურის ინსტიტუტი

1.4.                     სამართლებრივი ფორმა : არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

1.5.                     იურიდიული მისამართი თბილისი, თევდორე მღვდლის . N13 ბინა N77

1.6.                     საზოგადოების ელოექტრონული ფოსტა: qor.union@gmail.com

1.7.                     არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.8.                     საზოგადოების საქმიანობის მიზნები:

1.8.1.               პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლება;

1.8.2.               საშუალო სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელ მუშაკთა ყველა ტიპის სკოლების პედაგოგებისა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება, შესაბამისი სამეცნიერო მოთოდიკური უზრუნველყოფა;

1.8.3.               სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელად და საშუალო სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებად უმაღლესი განათლების მქონე პირთა გადამზადება (მონათესავე ან მომიჯნავე სპეციალობაში);

1.8.4.               ხელოვნების სფეროში მოღვაწე პედაგოგიური კადრების პროფესიული გადამზადება;

1.8.5.               სათანადო პროფესიული პრაქტიკის მქონე პირთაგან რეპეტიტორქორეოგრაფის მომზადება;

1.8.6.               კვალიფიკაციის ამაღლების საკურსო მეცადინეობათა პერიოდში საატესტატო ტესტების შედეგებით პედაგოგიური კადრების პროფესიული ცოდნის დონის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა ინსტიტუტის მიერ სერთიფიკატის გაცემა-შემოწმება აღნიშვნით;

1.8.7.               სკოლის ხელმძღვანელი მუშაკებისა (განათლების მენეჯერების) და პედაგოგიური კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების აქტუალური პრობლემატიკის კვლევა და სამეცნიერო-მეთოდიკური რეკომენდაციების შემუშავება;

1.8.8.               ქორეოგრაფებისა და პედაგოგ-ქორეოგრაფების მომზადება და გადამზადება;

1.8.9.               ქართულ-ხალხური საკრავების სწავლება, პედაგოგების მომზადება და გადამზადება;

1.8.10.           ხელშეკრულების დადება სახელმწიფო და კერძო პირებთან სამუშაოების შესრულებაზე და მომსახურებაზე;

1.8.11.           ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, ინსტიტუტი განახორციელებს შემდეგ საქმიანობას

1.8.12.     ეწევა ქველმოქმედებას;

1.8.13. აწარმოებს საგამომცემლო-პოლიგრაფიულ, ელექტრონულ და სხვა მედია საქმიანობას;

1.8.14.     აწარმოებს და პერიოდულად გამოსცემს  გაზეთის, და ჟურნალებს.

1.8.15.   ქმნის და ადმინისტრირებს საკუთარ ვებგვერდს და სხვა სოციალურ გვერდებს ინტერნეტში;

1.8.16.   შეძლებისდაგვარად ხსნის და აფინანსებს ეთნოგრაფიულ და სახელოვნებო სკოლა-მუზეუმებს, კოლექციებს; ხელს უწყობს ნორჩი თაობის მხატვრულ აღზრდას, ქმნის სპორტულ სექციებს, სტუდიების, წრეებს, საბავშვო ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ანსამბლებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

1.8.17.   ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვა საქმიანი ურთიერთობის მიზნით, ამყარებს კავშირებს მსგავსი ტიპის საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

1.8.18  ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

1.8.19.  ინსტიტუტის უპირველესი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარებას, პოპულარიზაციას,  აღორძინებას და პროპაგანდას, მასების ესთეტიკურ აღზრდას და მხატვრულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას იმ ხალხთა მემკვიდრეობის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ.

1.8.20.     ამ მიზნის მისაღწევად ინსტიტუტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

1.8.21.    თანამშრომლობს საქართველოს კულტურისა და განათლების სამინისტროებთან, საქართველოში მომქმედ შემოქმედებით კავშირებთან.

1.8.22.    თავის კომპეტენციის ფარგლებში წინადადებით მიმართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა კულტურისა და ფოლკლორის განვითარების, აგრეთვე, შემოქმედი მუშაკების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საკითხებზე.

1.8.23.  ეწევა საგამომცემლო საქმიანობას: გამოსცემს წიგნებს, გაზეთს, მემუარებს, ალბომებს, ბროშურებს, ბუკლეტებს, იმ ფოლკლორული ანსამბლების, კულ-ტურის მოღვაწეების, ინდივიდუალურ შემსრულებლების შესახებ, რომლებსაც წვლილი მიუძღვით თავიანთი დარგების განვითარების საქმეში.

1.8.24.  ეროვნული კულტურის ამაღლებისა და ტრადიციების აღდგენა-განვითარე-ბისათვის ორგანიზებას უკეთებს და ატარებს ოლიმპიადებს, ფესტივალებს, კონკურსებს, ფოლკლორის დღესასწაულებს, შემოქმედებით საღამოებს, იუბილეებს, ლექცია-კონცერტებს, დისკუსიებს და შეხვედრებს.

1.8.25.  აწყობს ხალხური რეწვის და თვითნასწავლი მხატვრების გამოფენებს.

1.8.26. თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ტელეკომპანიებთან, მედიასაშუალ-ებებთან, რათა ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები ფართოდ გაშუქდეს, როგორც სატელევიზიო ეთერში, ისე პრესაში.

1.8.27.  ორგანიზებას უკეთებს ლატარიის გათამაშებას.

1.8.28. ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, შემოწირულობების ან გრანტების სახით მოიზიდავს ფინანსურ და მატერიალური სახსრებს, როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო თუ კერძო ორგანიზაციებიდან.

1.8.29. საზოგადოება უფლებამოსილია გაერთიანდეს საერთაშორისო შემოქმედებით ორგანიზაციებში, გააფორმოს ხელშეკრულებები უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. კავშირის ურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

1.9.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

 

მუხლი 2

საზოგადოების დამფუძნებლები

 

2.1.    საზოგადოების დამფუძნებლები არიან: მურმან გამისონია, / 62006000197, მის: . თბილისი, მოსკოვის გამზირი მე-5 კვ. მე-3 კორპ. . N46;

 

მუხლი 3

საზოგადოების მართვა

 

3.1.         საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს ინსტიტუტის წევრთა საერთო კრება;

3.2.         ინსტიტუტის წევრთა საერთო კრების მოწვევა ხდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ყოველი მომდევნო წლის სექტემბრის პირველ კვირის კვირა დღეს;

3.3.         ინსტიტუტის წევრთა საერთო კრებას იწვევს ისტიტუტის წევრების 1/3 მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით - სტიტუტის დირექტორი;

3.4.         ინსტიტუტის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ინსტიტუტის ყველა წევრს ელექტრონული ან სხვა საკომუიკაციო საშუალებით. ინფორმაცია ისტიტუტის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ განთავსდება ისტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;

3.5.         ინსტიტუტის წევრთა საერთო კრების ფუნქციებია:

)     ინსტიტუტის გამგეობის შემადგენობის არჩევა;

)     ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა;

)      ინსტიტუტის ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია;

3.6.            ისტიტუტის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ისტიტუტის წევრების არანაკლებ 2/3; გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს ინსტიტუტის საერთო კრებაზე დამსწრე ინსტიტუტის წევრების უმრავლესობა; ინსტიტუტის საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრის წესით, გარდა ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევისა, რომელიც ტარდება ფარული კენჭისყრით.

3.7.            ინსტიტუტის წევრები არიან და წევრთა საერთო კრების შემადგენლობაში შედიან:

-                     მურმან გამისონია, / 62006000197, მის: . თბილისი, მოსკოვის გამზირი მე-5 კვ. მე-3 კორპ. .N46.

-                     მამუკა გამისონია, / 62006055513, მის: .თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის .N13 (რკინიგზის საავადმყოფო)

-                     მაკა გამისონია, / 62006063509, მის: .თბილისი, დიდუბე თევდორე მღვდლის .N13 (რკინიგზის საავადმყოფო)

 

მუხლი 4

საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

 

4.1.            ინსტიტუტის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს ინსტიტუტის გამგეობა, რომელსაც ირჩევს ინსტიტუტის საერთო კრება ასოციაციის წევრთა შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით;

4.2.            ინსტიტუტის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 6 ასოციაციის წევრისგან;

4.3.            ინსტიტუტის გამგეობის წევრობის კანდიდატის/კანდიდატების დასახელების უფლება აქვს ინსტიტუტის წევრს, ინსტიტუტის წევრთა საერთო კრებაზე;

4.4.            ინსტიტუტის გამგეობა გადაწყვეტილება უნარიანია თუ მას ესწრება ინსტიტუტის გამგეობის წევრთა უმრავლესობა;

4.5.            ინსტიტუტის გამგეობა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს ინსტიტუტის გამგეობის წევრთა უმრავლესობით;

4.6.            ინსტიტუტის გამგეობა, თავისი შემადგენლობიდან, გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრთა ღია სახელობითი კენჭისყრით გამგეობის წევრთა უმრავლესობით, უვადოდ ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც აღჭურვილია ასოციაციის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და უძღვება ინსტიტუტის საქმიანობას ისტიტუტის წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული ისტიტუტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების და ინსტიტუტის გამგეობის მიერ დამტკიცებული პროექტების შესაბამისად. ინსტიტუტის დირექტორობის კანდიდანტის დასახელების უფლება, ინსტიტუტის გამგეობის სხდომაზე აქვს ინსტიტუტის გამგეობის წევრთა არანაკლებ 1/3. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული წესით ხორციელდება დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება;

4.7.            ინსტიტუტის გამგეობა დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ინსტიტუტის შიდა სტრუქტურას და ინსტიტუტის მიერ განსახორციელებელ პროექტებს;

4.8.            ინსტიტუტის დირექტორი უფლებამოსილების განხორციელების დროს ვალდებულია ასოციაციის გამგეობას წინასწარ შეუთანხმოს მისი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები, გარდა ამავე წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.9.            ინსტიტუტის დირექტორი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ბრძანებით ნიშნავს სასწავლო პროცესის მმართველ ხელმძღვანელს. იმავე ბრძანებით განისაზღვრება სასწავლო პროცესის მმართველი ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები.

4.10.        ინსტიტუტის გამგეობის წევრები არიან:

-            მურმან გამისონია, / 62006000197, მის: . თბილისი, მოსკოვის გამზირი მე-5 კვ. მე-3 კორპ. .N46.

-            მამუკა გამისონია, / 62006055513, მის: .თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის .N13 (რკინიგზის საავადმყოფო)

-            მაკა გამისონია, / 62006063509, მის: .თბილისი, დიდუბე თევდორე მღვდლის .N13 (რკინიგზის საავადმყოფო)

4.11. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ინსტიტუტის დირექტორი ერთპიროვნულად წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირებთან ურთიერთობებში ამ წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ნსტიტუტის დირექტორი:

-      მურმან გამისონია, / 62006000197, მის: . თბილისი, მოსკოვის გამზირი მე-5 კვ. მე-3 კორპ. .N46.

4.12. ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს მოადგილე. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის არჩევა ხდება იმავე წესით, რა წესით აირჩევა ინსტიტუტის დირექტორი. დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს და წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი ფუნქცია-მოვალეობებს ახორციელებს დირექტორის მოადგილე. ნსტიტუტის დირექტორის მოადგილეა:

-    მამუკა გამისონია, / 62006055513, მის: .თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის .N13 (რკინიგზის საავადმყოფო)

 

მუხლი 5

დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები

 

5.1.            დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობებია განსაზღვროს ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები;

5.2.     ინსტიტუტში გაწევრიანება შეუძლია 18 წელს მიღწეულ პირს; მიღების და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტის გამგეობა; ინსტიტუტში გასაწევრიანებლად პირმა უნდა მიმართოს ინსტიტუტის განცხადებით ისტიტუტში გაწევრიანების მოთხოვნით; ინსტიტუტის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ინსტიტუტის გამგეობას ინსტიტუტის წევრობიდან გასვლის თაობაზე და დატოვოს ისტიტუტის წევრობა;

 

მუხლი 6

საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

 

6.1.            არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2.            არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტის საერთო კრება ისტიტუტის წევრთა უმრავლესობით;

6.3.            ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

6.4.            გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

6.5.            ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საერთო კრება; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

)     გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

)     ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

)     ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

6.6.            აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

6.7.            თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

6.8.            ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

6.9.            ისტიტუტის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება, გადაწყვეტილება მიიღება ისტიტუტის წევრთა საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს ისტიტუტის წევრთა ნახევარზე მეტი; ინსტიტუტის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხის ასოციაციის საერთო კრებაზე დაყენების უფლება აქვს დირექტორს, ინსტიტუტის წევრთა 1/3 და ასოციაციის გამგეობის წევრთა უმრავლესობას;

 

მუხლი 7.

დასკვნითი დებულებები

 

7.1.            წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

7.2.            თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

7.3.            ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

 

 

 

მურმან გამისონია,

/ 62006000197

დირექტორი

 

 

მამუკა გამისონია,

/ 62006055513

 

მაკა გამისონია,

/ 62006063509,