დებულება

თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულება

1.1. ა(ა)იპ  კულტურის ინსტიტუტის (შემდგომში - ინსტიტუტი) შექმნილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
1.2. „ინსტიტუტი“ თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და „ინსტიტუიტის“ შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. ინსტიტუტის მისია

2.1 მისია წარმოაჩენს ინსტიტუტის თვითმყოფადობასა და დანიშნულებას, განსაზღვრავს საქმიანობის მიმართულებებს და შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას;
2.2 მისია იქმნება ინსტიტუტის საზოგადოების მიერ, მისია პერიოდულად ექვემდებარება ცვლილებებს, ინსტიტუტის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე;
2.3 მისიას ამტკიცებს დირექტორი ბრძანებით;
მუხლი 3. ინსტიტუტის მიზნები

3.1. ინსტიტუტის ძირითადი მიზნებია:
ა) შექმნას ინოვაციული გარემო, რათა განახორციელოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობა;
ბ) უზრუნველყოს დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა მაღალი დასაქმებისუნარიანობის შექმნას;
გ) მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი მაღალი კომპეტენციის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები;
დ) მოახდინოს ინსტიტუტის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში.
მუხლი 4. ინსტიტუტის ამოცანები

4.1. წინამდებარე დებულების მესამე მუხლით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის  ინსტიტუტი:
ა) ქმნის სწავლისა და სწავლებისთვის კომფორტულ გარემოს;
ბ) ზრუნავს როგორც პროფესიული მასწავლებლების ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პროფესიული სტუდენტების საჭიროებებსა და ქმნის მათთვის  სწავლის საშეღავათო პირობებს;
დ) ხელს უწყობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტისა და ხელოვნების განვითარებას, სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
ე) თანამშრომლობს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ვ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას, როგორც პროფესიულ სტუდენტებში ასევე  ინსტიტუტის პერსონალში;
ზ) უზრუნველყოფს განათლების  ღიაობას და პროცესის გამჭვირვალეობას;
თ) ქმნის ყველა პირობას პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული მასწავლებლების სწავლისა და სწავლების აკადემიურ თავისუფლებისათვის;
ი) უზრუნველყოფს პროფესიულ მასწავლებელთა, პროფესიულ სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;
4.2. ინსტიტუტის თითოეული სტრუქტურული ერთეული  თავისი საქმიანობის განხორციელების  პროცესში ვალდებულია ამოდიოდეს წინამდებარე  დებულებით განსაზღვრული მიზნებიდან და ყოველდღიური საქმიანობა მიმართოს ამ მიზნების რეალიზებისკენ.
მუხლი 5.  სასწავლო პროცესის განხორციელების პრინციპები

5.1. მასწავლებლებს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად, საკუთარი ცოდნის, პროფესიული უნარჩვევებისა ან/და მეთოდოლოგიის  გათვალისწინებით შეიმუშაოს და პროფესიულ სტუდენტს შესთავაზოს სასწავლო კურსის პროგრამა-სილაბუსი;
ბ) მოსთხოვოს ინსტიტუტს მისი სასწავლო კურსის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო თუ მატერიალური პირობების შექმნა.
5.2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს ინსტიტუტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საშუალებით შეამოწმოს სასწავლო კურსის შესაბამისობა საგანმანათლებო პროგრამასთან (კურიკულუმთან).
თავი II
სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 6. ადმინისტრაციული, აკადემიური და დამხმარე თანამდებობები
6.1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებში შედის: ადმინისტრაციული, აკადემიური და დამხმარე თანამდებობები;
6.2. ადმინისტრაციულ, დამხმარე თანამდებობებზე დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება დირექტორის ბრძანებით.
6.3. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება საქართველოს კანონონმდებლობით დადგენილი წესით  და  წინამდებარე დებულების შესაბამისად.
6.4. აკადემიურ პერსონალს განეკუთვნებიან - პროფესიული მასწავლებლები.
6.4. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)  სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
ბ) სკოლა/სკოლები;
გ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების სამსახური;
დ) ბუღალტერია;
ე) იურიდიული სამსახური;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
მუხლი 7. გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი)

7.1. ინსტიტუტის გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი) ინიშნება გამგეობის მიერ.
7.2. გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი) არის უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი და წარმოადგენს  ინსტიტუტს;
7.3. ინსტიტუტის დირექტორი ამავდროულად სარგებლობს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლების უფლებამოსილებით. რისთვისაც, უფლებამოსილია ინსტიტუტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, წარმოადგინოს   ინსტიტუტი მესამე  პირებთან  ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს კანონმდებლობის, ინსტიტუტის წესდებისა და დებულების საფუძველზე. 
7.4. ინსტიტუტის გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი) ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) გამოსცემს, ამტკიცებს და აუქმებს ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს;
ბ) ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე ქმნის და აუქმებს სტრუქტურულ ერთეულებს;
გ) უწევს ზედამხედველობას ინსტიტუტის თანამშრომელთა საქმიანობას და საჭიროებისამებრ იყენებს მათ მიმართ წამახალისებელ და სადამსჯელო ღონისძიებებს; 
დ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ე) იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებასთან და სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის მასწავლებლებს;
ზ) ახორციელებს მასწავლებლის მოწვევასა და მათთან შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებას;
თ) დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, წყვეტს კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;
ი) ამყარებს საერთაშორისო სასწავლო და კომერციულ ურთიერთობებს;
კ) განკარგავს  ინსტიტუტის ფინანსებსა და ქონებას;
ლ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა მისაღები კონტიგენტის ოდენობას ფაკულტეტისგან  მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე;
მ) იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, ასევე პროფესიული სტუდენტისათვის სწავლის საფასურის შემცირების ან სწავლის საფასურისაგან განთავისუფლების თაობაზე;
ნ)  ამტკიცებს ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ო) სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს (კურიკულუმებს);
პ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსისლებებს.
7.5. გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი) ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერების პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა და  ინსტიტუტის შიდა  სამართლებრივი აქტების შესაბამისად მართოს  ინსტიტუტი.


მუხლი 8. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

8.1. ინსტიტუტის სასწავლო და აგრეთვე მასწავლებლთა კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
8.2. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ქმნის ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას.
8.3. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენების გზით.
8.4. ადგენს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშს;
8.5. მონაწილეობს ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და ამ მიზნით ორგანიზებას უწევს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულების ჩართულობას სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში;
8.6. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი);
8.7. სასწავლო პრეოცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრულ ყველა ამოცანის შესრულებას.
8.8. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი სკოლებთან ერთად, უშუალოდ წარმართავს სასწავლო პროცესის კონტროლს;
8.9. სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერს უშუალოდ ექვემდებარება:
ა) პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები;
მუხლი 9. იურიდიული სამსახური
1. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ინსტიტუტის საქმიანობაში კანონიერების განმტკიცება;
ბ) ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის, სამეურნეო საქმიანობის, შრომითი საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და განმტკიცების მიზნით სამართლებრივი საშუალებების აქტიური გამოყენება;
გ) დავალებების, ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფა სამართლებრივი საშუალებებით;
დ) ინსტიტუტის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა.
2. იურიდიული სამსახურის იურისტს ბრძანებით ნიშნავს გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი);
3. იურიდიული სამსახურის იურისტი თანამდებობაზე ინიშნება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი.
4. იურიდიული სამსახურის იურისტი:
ა) ამოწმებს გამგეობის თქავმჯდომარესთან (დირექტორთან) წარსადგენ დოკუმენტების კანონიერების მოთხოვნების შესაბამისობას (ბრძანებების პროექტები, ინსტრუქციები და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტები);
ბ) ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ბრძანებებში ცვლილებების შესატანად ან ფაქტიურად ძალადაკარგული ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაცვლელად;
გ) მონაწილეობას იღებს კოლექტიური ხელშეკრულების მომზადებასა და დადებაში, აგრეთვე შრომითი დისციპლინის განმტკიცების ღონისძიებების გატარებაში;
დ) სამართლებრივი საკითხების განხილვისას წარმოადგენს ინსტიტუტის ინტერესებს სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
ე) მონაწილეობს  ინსტიტუტის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) იძლევა კონსულტაციებს, დასკვნებს, ინფორმაციებს ინსტიტუტის საქმიანობაში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით;
მუხლი 10. სკოლა/სკოლები
1. სკოლა/სკოლები ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და ასევე სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას;
2. სკოლის/სკოლების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება გამგეობის თქავმჯდომარის (დირექტორის) ბრძანებით.
3. სკოლის/სკოლების საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისათვის ფუნქციონირებს შემდეგი ადმინისტრაციული თანამდებობები: სკოლის მენეჯერი,  სკოლის მდივანი.
4. სკოლის მენეჯერი:
5. სკოლის მენეჯერს და  მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგეობის თქავმჯდომარე (დირექტორი).
6. სწკოლის/სკოლების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო,  (ლაბორატორია, კლინიკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.
7. სკოლა/სკოლები ახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე პროგრამაზე.
8. სკოლა/სკოლები აერთიანებს ყველა კაბინეტსა და ლაბორატორიას, რომელსაც შეხება აქვს მის შემადგენლობაში არსებულ პროგრამებთან.
10. სკოლა/სკოლები ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის გამგეობის თქავმჯდომარის (დირექტორის) წინაშე.
11. სკოლის/სკოლების უფლება–მოვალეობებია:
ა) უზრუნველყოს მის შემადგენლობაში შემავალ სპეციალობებზე სასწავლო საქმიანობისათვის საუკეთესო პირობები;
ბ) შექმნას პროფესიულ სტუდენტზე მორგებული სასწავლო პირობები;
გ) განახორციელოს პროფესიულ სტუდენტებთან აქტიური თანამშრომლობა სწავლების პროცესის სრულყოფისათვის;
დ) მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე, ამ მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს ინსტიტუტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.
ე) განსაზღვროს პროფესიულ პროგრამებზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება შესაბამის რესურსთან და წარუდგინოს გამგეობის თქავმჯდომარეს (დირექტორს) დასამტკიცებლად;
ვ) სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სასწავლო ცხრილების შემუშავებაში;
ზ) იზრუნოს სკოლის/სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე, რისთვისაც წარუდგინოს გამგეობის თქავმჯდომარეს (დირექტორს) შესაბამისი მოთხოვნა;
თ) უზრუნველყოს სხვა სასწავლებლიდან მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი პროფესიული სტუდენტების პირადი საქმის შესწავლა, მისი ჩარიცხვის შესაძლებლობის ანალიზი და მოამზადოს შესაბამისი სამართველბრივი აქტის პროექტი;
ი) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებითა და  ინსტიტუტის სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებანი.
მუხლი 11. სასწავლო ცხრილის შედგენა

1. სასწავლო ცხრილი ძირითადი დოკუმენტია, რომელიც სასწავლო გეგმას და პროგრამებთან ერთად არეგულირებს სასწავლო მუშაობას. კარგად შედგენილი და მეთოდურად დასაბუთებული სასწავლო ცხრილი განსაზღვრავს მთელ სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას;
2. სასწავლო ცხრილი წარმოადგენს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა სამუშაოთა განაწილებას. ცხრილის ოპტიმალურად შედგენა დიდ გამოცდილებას და ალღოს მოითხოვს, ამიტომ მისი მინდობა შემთხვევითი პირებისათვის დაუშვებელია. ცხრილის შედგენაზე უშუალო პასუხისმგებელია ფაკულტეტი.
3. გამგეობის თქავმჯდომარის (დირექტორის) მიერ დამტკიცებული ცხრილი იურიდიულ ძალას ღებულობს  და მისი შეცვლა დაუშვებელია. მეცადინეობის ცხრილი ერთნაირად სავალდებულოა როგორც მასწავლებელთათვის, ისე პროფესიული სტუდენტებისათვის;
4. ცხრილში აღინიშნება დისციპლინის დასახელება, მეცადინეობის სახე, მასწავლებლის გვარი, სახელი, ხარისხი, წოდება, მეცადინეობის დღე, საათი და მეცადინეობის ჩატარების ადგილი ყოველი აკადემიური ჯგუფისთვის.
5. განსკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება ენობრივი ჯგუფების ცხრილებში შეტანის დროს. მაქსიმალური მეცადინეობაა საჭირო, რომ არასპეციალურ ჯგუფებში არ იყოს 15 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლები, რის გამოც დასაშვებია სხვადასხვა სპეციალური ჯგუფების გაერთიანებაც.
6. ცხრილები სათანადო ადგილას გამოიკვრება სწავლის დაწყებამდე ათი დღით ადრე და გაკრული უნდა იყოს სწავლის დასრულებამდე;
7. დამტკიცებული ცხრილის შეცვლა დასაშვებია გამგეობის თქავმჯდომარის (დირექტორის)  ნებართვით და ისიც იმ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ასეთი შეცვლა არ იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.
8. ცხრილის შექმნაში მონაწილეობენ, სკოლის/სკოლების მენეჯერი/მენეჯერები და სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი;
მუხლი 12. სკოლის მენეჯერი
1. სკოლას/სკოლებს ხელმძღვანელობს სკოლის მენეჯერი.
2. სკოლის მენეჯერი:
ა) ორგანიზებას უწევს სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესს;
ბ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
გ) მონაწილეობას იღებს სასწავლო ცხრილების შედგენაში და აწარმოებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
დ) ინახავს ყველა საჭირო დოკუმენტაციას არქივში ჩაბარებამდე;
ე) გამგეობის თქავმჯდომარეს (დირექტორს)  წარუდგენს როგორც საფინანსო და აკადემიური დავალიანებათა  აღმოფხვრის, ისე პროფესიულ სტუდენტთა მოძრაობის (პროფესიული სტატუსის შეჩერება /შეწყვეტა,  აღდგენა, სპეციალობის შეცვლა, კრედიტების აღიარება და სხვა),  წახალისებისა და დასჯის ღონისძიებების წინადადებებს, რეკომენდაციებს და შესაბამისი ბრძანების პროექტებს;
ვ) გამგეობის თავმჯდომარეს (დირექტორს)  წარუდგენს მასწავლებელთა და თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლებისა და დასჯა-წახალისების ღონისძიებათა  პროექტებს;
ზ)ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას მიმართულებებზე შემავალი  საგნების სასწავლო-მეთოდური მასალების მომზადებაზე.
3. სკოლის/სკოლების მენეჯერები ვალდებულია:
ა) გააკონტროლოს  პროფესიულ სტუდენტთა ყოველდღიური დასწრების ჟურნალის წარმოება;
ბ) განახორციელოს პროფესიული სტუდენტების მიერ არჩეული საგნების თაობაზე შედგენილი განცხადებების რეგისტრაციაში გატარება და შენახვა;
გ) გააკონტროლოს პროფესიული სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდა;
დ) გააკეთოს ანგარიშები მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე;
მუხლი 13. სკოლის/სკოლების მდივანი (კოორდინატორი)

1. მდივანს ევალება:
ა) პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეებისა და სხვადასხვა დოკუმენტების წესრიგში მოყვანა (მისაღები გამოცდების მასალები, ბრძანებების ასლები და ჩარიცხვასთან დაკავშირებული სხვა საბუთები);
ბ) პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური მოსწრების წიგნაკებისა და სტუდბილეთების დროულად შევსება და გაცემა;
გ) აკადემიური ჯგუფების ჟურნალების შედგენა და წარმოება;
დ) საგამოცდო უწყისების მომზადება, დანომრვა და გამომცდელი პედაგოგისათვის გადაცემა;
ე) კონტროლი გამოცდებისათვის გაცემული უწყისების სამდივნოში დროულად დაბრუნებაზე;
ვ) საგამოცდო უწყისებიდან  ნიშნების გადატანა აკადემური მოსწრების წიგნაკში;
ზ) სასწავლო პროცესის გრაფიკის შესაბამისად სხვადასხვა შეტყობინებებისა და გაფრთხილებების მომზადება და გადაგზავნა;
თ) მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ცნობების მომზადება;
ი) შემოსული განცხადებებისა და სხვა სახის საქმიანი ქაღალდების რეგისტრაცია, პასუხის მომზადება და გაგზავნა;
კ) დიპლომის დანართის შევსება;
ლ) კურსდამთავრებულთა პირადი საქმეების  მომზადება და ჩაბარება  არქივისათვის;
მ) დადგენილი ფორმის მიხედვით სტატისტიკური ცნობების შედგენა;
ნ) ბრძანების ასლების, განცხადებების, ცნობებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის ჩაკერება პროფესიულ სტუდენტთა პირად საქმეში;
ო) პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების შენახვა;
პ) მასწავლებელთა სიის შედგენა  და მათზე სათანადო ცნობების შევსება (გვარი, სახელი, მამის სახელი, სამეცნიერო ხარისხი, წოდება, სამსახურის, ბინის მისამართი, ტელეფონი);
ჟ) პროფესიულ სტუდენტთა სარეგისტრაციო წიგნის წარმოება სასწავლო წლების მიხედვით;
რ) პროფესიულ სტუდენტთა აკადემიური წიგნაკის შემოწმება და შედარება საგამოცდო უწყისებთან;
2. მდივანს ეკრძალება:
ა) პროფესიული სტუდენტის პირადი საქმის გადაცემა უცხო პირთათვის პირადი საქმის ნახვის, განსხვავებული დისციპლინების დადგენისა ან სხვა მიზნით;
ბ) გამოცდის უწყისების გაცემა სკოლის მენეჯერის ხელმოწერის გარეშე;
გ) გამოცდის უწყისების გაცემა სტუდენტისათვის;
3. მდივანი ასრულებს სკოლის მენეჯერის კონკრეტულ დავალებებს.
მუხლი 14. საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების სამსახური

1. საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი);
2. საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერის ძირითადი საქმიანობის სფეროა ინსტიტუტის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი.  
3. საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: 
ა) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად/თანამდებობაზე დასანიშნად, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და გათავისუფლებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გამგეობის თავმჯდომარისთვის (დირექტორისთვის) წარდგენა; 
ბ) პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება, შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; პერსონალის სრული  ელექტრონული ბაზის შექმნა, შევსება და წარმოება;
გ) დასაქმებული პერსონალის მიმდინარე და პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და ანალიზი;
დ) პერსონალის მონიტორინგი;
ე) პერსონალზე მოთხოვნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ან შეცვლის შესაძლებლობებზე ინფორმაციის გავრცელება, საჭირო სპეციალისტების მოძიება და სამუშაოზე მოზიდვა;
ვ) იურიდიული სამსახურის დახმარებით, საკადრო საკითხებზე ბრძანებათა პროექტების მომზადება და თავმჯდომარისთვის (დირექტორისთვის) წარდგენა;
ზ) საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის  თავმჯდომარის (დირექტორის) წინაშე.
თ) უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის დამუშავებას, სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში გატარებისა და ნომრის მინიჭებას;
ი) ახორციელებს შემოსული კორესპონდენციის შესასრულებლად ინსტიტუტის შესაბამის, სტრუქტურულ ერთეულებზე გადაცემას და შესრულების კონტროლის განხორციელებას;
კ) აძლევს მითითებებს ინსტიტუტის თანამშრომლებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დოკუმენტების შესასრულებლად;
ლ) ითხოვს სტრუქტურული ერთეულებისგან მათთვის შესასრულებლად გადაცემულ კორესპონდენციაზე შესრულების ანგარიშს;
მ) ატარებს რეგისტრაციაში შესრულებულ დოკუმენტაციას ინსტიტუტიდან გასაგზავნად.
ნ) ატარებს მიღებულ ბრძანებებს რეგისტრაციაში;
ო) ათავსებს გატარებულ ბრძანებებს სპეციალურ საქმეში;
პ) უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა შესახებ მიღებული ბრძანებების შენახვა/დაცვას;
რ) აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა რეესტრს;
ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოვალეობებს.
4. საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მენეჯერის რეკომენდაციით გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი) ნიშნავს პროფესიულ სტუდენტთა რეესტრზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ვალდებულია:
ა) განახორციელოს პროფესიულ სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება და სათანადო წესით შენახვა;
ბ) აწარმოოს პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის ჟურნალი, სადაც შეიტანება (ჩარიცხული, სხვა  სასწავლებლიდან გადმოყვანილი) პროფესიულ სტუდენტების პირადი მონაცემები - გვარი, სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, რომელსაც ანიჭებს გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი) ბრძანებით, სამხედრო მიწერა, სკოლა, რომელიც დაამთავრა, დამთავარების წელი, ატესტატის (დიპლომის) ნომერი, გაცემის თარიღი, სასწავლებელში ჩარიცხვის თარიღი, მისამართი, სპეციალობა;
გ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები მობილობის წესით პროფესიულ სტუდენტის მიღებისას;
დ) მოამზადოს პროფესიულ სტუდენტებთან დასადები ხელშეკრულებები;
ე) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ინსტიტუტის შიდა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული სხვა უფლებამოვალეობანი.
5. პროფესიულ სტუდენტთა რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს ინფორმაცია სკოლის მენეჯერს პროფესიული სტუდენტის შესახებ;
6. საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერი ადგენს: 
 ა)  თნამშრომელთა CV-ის სტანდარტს,
ბ)  მასწავლებლის CV-ის სტანდარტს.
გ) თანამშრომელთა განაცხად-აპლიკაციის სტანდარტს;
დ) საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების სამსახურის მენეჯერი ადგენს აგრეთვე იმ დოკუმენტების სრულ ნუსხას, რომელიც საჭიროა, რომ წარმოადგინონ როგორც მასწავლებლებმა ასევე ზოგადად ინსტიტუტის თანამშრომლებმა; საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მენეჯერი ეხმარება  ინსტიტუტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს კადრების შერჩევის საკითხში: აცხადებს კონკურსს, მონაწილეობს CV-ების გადარჩევაში, მდივნობს საკონკურსო კომისიის სხდომებს, ესწრება კანდიდატთა ინტერვიუს და ყოველივეს აფორმებს სათანადო ოქმით, ავსებს და ანვითრებს თანამშრომელთა აღრიცხვის ბაზებს; ყოველი თვის დასაწყისში აწვდის ბუღალტერს დათხოვნილი თანამშრომლებისა და ახალმოსულების შესახებ ინფორმაციას.
7. პროფესიულ სტუდენტთა რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მენეჯერის, გამგეობის თავმჯდომარის (დირექტორის) წინაშე;
მუხლი 15. ბუღალტერი
   
1. ბურალტერია არის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს შესაბამისი ინსტრუქციებით, ამ დებულებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2. ბურალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი);
3. ბუღალტერი უშუალოდ ექვემდებარება გამგეობის თავმჯდომარეს (დირექტორს);
4. ბუღალტერის არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, ავადმყოფობა) მისი უფლებები და ვალდებულებები გადადის  გამგეობის თავმჯდომარის (დირექტორის) ბრძანებით დანიშნულ პირზე;
5. ბუღალტერის გათავისუფლების შემთხვევაში ტარდება საბუღალტრო საქმიანობის შემოწმება და ფორმდება შესაბამისი აქტი;
6. ბუღალტერი მოვალეა უზრუნველყოს:
ა) აღრიცხვიანობის სწორედ დაყენება და უტყუარობა;
ბ) საკუთრების დაცვის კონტროლი;
გ) მატერიალური ფასეულობების და ფულადი სახსრების სწორად და მიზნობრივად ხარჯვა;
დ) სამეურნეო  ანგარიშსწორებისა და ეკონომიკის უმკაცრესი რეჟიმი;
ე) სამეურნეო საშუალებების (ფულადი, მატერიალური საშუალებები, ძირითადი ფონდები და სხვა)  სწორი და დროული აღრიცხვა, ყველა სახის საბუღალტრო ოპერაციების სწორი დოკუმენტალური გაფორმება;
ვ) ყველა საფინანსო, საკრედიტო და ანგარიშსწორების ოპერაციების სწორი აღრიცხვა, აგრეთვე ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან სამეურნეო ანგარიშების დროული წარდგენა;
ზ) სახელმწიფო გადასახადების სწორი და დროული დახურვა, შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა;
თ) სამეურნეო საშუალებების ინვენტარიზაციის დროული და სწორი ჩატარება, შედეგების ასახვა  საბუღალტრო ანგარიშებში;
ი) დანაკლისის, გაფლანგვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების დატაცებისა და სხვა სახის დარღვევების გამოვლენა  და შესაბამისი დოკუმენტალური მასალების გაფორმება. სათანადო შემთხვევაში ამ მასალების საგამოძიებო-სასამართლო ორგანოებში გადაცემაზე კონტროლი;
კ) სხვა სამსახურებთან ერთად საფინანსო სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის ჩატარება. ინსტიტუტის საქმიანობის გაუმჯობესების შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად გამგეობის თავმჯდომარისთვის (დირექტორისთვის)  შედეგების მოხსენება;
ლ) საბუღალტრო საქმიანობაში მოწინავე ფორმებისა და მეთოდების დანერგვა და კომპიუტერული ტექნიკის ფართოდ გამოყენება;
მ) არსებული წესების მიხედვით საბუღალტრო არქივის დაცვა და საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა.
7.  ბუღალტერი მოვალეა დააწესოს კონტროლი:
ა) მიღებული ან შესყიდული მასალების, საქონლის, საწვავის, მზა პროდუქციისა და სხვა ფასეულობების დროულ და სწორ დოკუმენტურ გაფორმებაზე;
ბ) ფულადი სახსრების, სასაქონლო-მატერიალურ და სხვა ფასეულობებზე, ძირითად ფონდებზე, ანგარიშსწორებებისა და სხვა ვალდებულებებზე აღწერის ჩატარებაზე;
გ) დებიტორული და  კრედიტული დავალიანებების დროულ დაფარვაზე;
დ) სახელფასო ფონდის ხარჯვაზე, ყველა სახის პრემიების გამოთვლაზე, გაცემაზე და დახმარებებზე, დადგენილი შტატების დაცვაზე, თანამდებობრივ სარგოებზე, ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნუსხაზე და სხვა ხარჯებზე, აგრეთვე საგადასახადო და საფინანსო დისციპლინაზე;
ე) საბუღალტრო ბალანსის უკმარისობაზე, დანაკარგებზე, დებიტორულ დავალიანებაზე და სხვა დასაბუთებულ და კანონიერ ჩამოწერებზე;
ვ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაფასების დადგენილი წესით გაფორმებაზე და სწორ და თავისდროულ ჩატარებაზე.
8. ბუღალტერი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მუშაობის ისეთი ორგანიზაცია და კონტროლი, სადაც შეუძლებელი იქნება დანაკლისის, გაფლანგვის, ფულადი სახსრების უკანონი ხარჯვის და სხვა დარღვევების ჩამოყალიბება;
ბ) თანამდებობის პირების უკანონო მოქმედების (მიწერები და სხვა) აღმოჩენის შემთხვევაში ღონისძიებების გასატარებლად მოახსენოს გამგეობის თავმჯდომარეს (დირექტორს);
9. ბუღალტერს ეკრძალება:
ა) ბანკებიდან ფულადი სახსრების უშუალოდ გამოტანა ჩეკებითა და სხვა ღონისძიებებით, აგრეთვე ინსტიტუტის საჭიროებისათვის  სასაქონლო-მატერიალური და სხვა ფასეულობების მიღება;
10. ბუღალტრის უფლებები:
ა) ყველა სტრუქტურული ერთეული ვალდებულია  დროულად მიაწოდოს ბუღალტერს საბუღალტრო საქმიანობის წარმოებისა და კონტროლისათვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტი;
ბ) არასწორად გაფორმებულ და არადროულად გადაცემულ დოკუმენტებზე, რამაც შეიძლება უარყოფითი ასახვა ჰპოვოს შემდგომში საბუღალტრო საქმიანობაზე, ყველა შემდგენსა და ხელისმომწერ თანამდებობის  პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა;
გ) ბუღალტერის მითითებისა და განკარგულების დარღვევისა და შეუსრულებლობისათვის  მუშაკებზე გამგეობის თავმჯდომარეს (დირექტორს) მხრიდან ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით მიეცემიან პასუხისგებაში;
დ) მატერიალური პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება ან სამსახურეობრივი გადაადგილება წარმოებს ბუღალტერთან შეთანხმებით;
ე) საბუღალტრო ანგარიშებზე, ბლანკებზე და სტატისტიკურ ანგარიშებზე ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი) და ბუღალტერი;
ვ) საბუთებზე, რომლის საფუძველზეც მიიღება და გაიცემა ფული, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, საკრედიტო და ანგარიშსწორების ვალდებულებები, ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი) და  ბუღალტერი.

შენიშვნა: აღნიშნულ დოკუმენტებზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებზე ფორმდება შესაბამისი ბრძანება.
-    ინსტიტუტის მიერ დასადებ ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღებას, შესასრულებელ სამუშაოებს, აგერეთვე ბრძანებებს, რომლებიც ეხება მუშაკების პრემიებს, თანამდებობრივ და პერსონალურ სარგოებს, ვიზირებას უკეთებს ბუღალტერი.
-    ბუღალტერი არ იღებს შესასრულებლად და გასაფორმებლად საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებულ საბუთებს, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და მიღების დადგენილ წესებს.
-    კანონსაწინააღმდეგო განკარგულების მიღების შემთხვევაში ბუღალტერი ვალდებულია შესრულებამდე წერილობით მიმართოს გამგეობის თავმჯდომარეს (დირექტორს) აღნიშნული განკარგულების უკანონობაზე.
მუხლი 16. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს მენეჯერი. მენეჯერი უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, ინსტიტუტის მიმდინარე პროცესების შესახებ, ზრუნავს პროფესიულ სტუდენტთა დასაქმებაზე და კარიერის დაგეგმვაზე.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი);
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს  ინსტიტუტის პოპულარიზაციას; 
ბ) ინსტიტუტში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებულობის უზუნველყოფა. რაც მოიცას ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის, როგორც ტექსტური ასევე ფოტომასალის განთავსებას ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ)  ოფიციალური ვებ-გვერდის სისტემატიური განახლება.
3. საინფორმაციო ბანკის შექმნა-წარმოება-განახლება:
ა)საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების, საკონსულოების, საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლობის შესახებ;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი  სასწავლებლის სტრუქტურისა და პროგრამების შესახებ;
გ) საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შეთანხმებების მემორანდუმები და სხვა.
4. საზღვარგარეთის ქვეყნების მონათესავე პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთბების დამყარება;
5. უცხოელი სტუმრების დახვედრის, მიღების ორგანიზება, მათთვის სამუშაო და კულტურული პროგრამის დამუშავება-რეალიზება.
6. ამყარებს დამსაქმებლებთან ურთიერთობებს;
7. სისტემატურად ახდენს დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზებას;
8. დამსაქმებლებთან კონსულტაციის გზით განსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერის დაგეგმვას და მათ კონსულტირებას;
9. მუდმივად იკვლევს დასაქმების ბაზარს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განვითარებისთვის;
10. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ანგარიშვალდებულია გამგეობის თავმჯდომარის (დირექტორის) წინაშე;
მუხლი 17. პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი

1. პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელს  ნიშნავს და ათავისუფლებს  გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი) სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის წარდგინებით;
2. პროგრამის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება სასწავლო პროცესის და  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერს;
3. პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელის ფუნქციებია:
ა) სასწავლო პროცესის თეორიული, მეთოდური, პრაქტიკული დამუშავება და პრაქტიკული რეალიზების ორგანიზება;
ბ) სასწავლო მიზნებისა და ამოცანების დადგენის ორგანიზება და მათი სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობის მონიტორინგი;
გ) საათების განაწილების სისტემის სისწორის რეგულარული შემოწმება და პროფესიულ სტუდენტების რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
დ) სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ორგანიზება, ახალი მეთოდებისა და საშუალებების დამუშავება და რეკომენდაციების მომზადება;
ე) საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის და განვითარების ორგანიზება/ხელმძღვანელობა;

თავი III
პროფესიული განათლების მასწავლებელი
მუხლი 18. პროფესიული მასწავლებელი

1. სასწავლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისთვის ინსტიტუტს ჰყავს მოქმედი კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე საჭირო ოდენობის ადამიანური რესურსი;
2. მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას და ანაზღაურების წესს განსაზღვრავს გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი)  ბრძანებით;
3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი წარმართავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსს, უძღვება მეცადინეობებს, მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის პროგრამების შემუშავებაში.
4. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის სასწავლო პროცესის წარმართვაში ინსტიტუტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს თეორიული და პრაქტიკული სწავლება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით, ინსტიტუტის დებულებით, შინაგანაწესითა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებები.
5. მასწავლებელი  ვალდებულებულია:
ა) დაიცვას ამ დებულების მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
6. მასწავლებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე (დირექტორი);
მუხლი 19. პროფესიული განათლების მასწავლებლის თანამდებობიდან  განთავისუფლების საფუძველი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის  თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;        
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები;
მუხლი 20.  მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობები

   მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობა რეგულირდება  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;

თავი IV
პროფესიული განათლების სახეები და საფეხურები
მუხლი 21.  პროფესიული განათლების სახეები 
პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად.
მუხლი 22. ფორმალური პროფესიული განათლება 
1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.
მუხლი 23. არაფორმალური პროფესიული განათლება
1. არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას.
        თავი V
საგანმანათლებლო საქმიანობა
მუხლი 24. საგანმანათლებლო საქმიანობა
1. ინსტიტუტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს წესდების, წინამდებარე დებულებისა და სხვა შიდა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთოვნების შესაბამისად.
2. ინსტიტუტი ახორციელებს სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
3. თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის იქმნება სასერტიფიკატო პროფესიული პროგრამის კურიკულუმი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამის მიზნების, ამოცანების, სწავლის შედეგების, მოცულობის, სწავლების მეთოდოლოგიისა და შეფასების სისტემის, ასევე პროგრამის ადამიანური და მატერიალური რესურსების, პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნების და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ.
4. სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, ან რამდენიმე პროგრამისგან შემდგარ პროგრამულ მიმართულებას ხელმძღვანელობს შესაბამისი დარგის სპეციალისტი - პროგრამის/მიმართულების ხელმძღვანელი.
თავი VI
სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის
 პროფესიული  სტუდენტი
მუხლი 25. პროფესიული სტუდენტი

1. პროფესიულ სტუდენტად მიიჩნევა ის პირი, რომელიც წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე;
2.  ყველა მსურველს, ზოგადი განათლების საბაზო ან/და საშუალო  საფეხურის დაძლევის საფუძველზე უფლება აქვს მიიღოს განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად, შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;’

მუხლი  26.  სწავლის ხანგრძლივობა
1. სწავლების სისტემა განისაზღვრება სასწავლო კვირებით, საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობისა და ყოველდღიური და ყოველკვირეული დატვირთვის სასურველი მოცულობის შესაბამისად.
2. ინსტიტუტი უფლებამოსილია განსაზღვროს კონკრეტული სასწავლო პროგრამის სასწავლო ციკლის დაწყების თარიღი, ასევე პროგრამის განხორციელების პროცესში სასწავლო პროცესის დროებითი ხასიათის შეჩერების (არდადეგების) პერიოდი, რომელთა შესახებ ინფორმაცია პროფესიულ სტუდენტებს მიეწოდებათ;
მუხლი 27. საგანმანათლებლო დოკუმენტი
1.    პროფესიული სტუდენტი, რომელიც წარმატებით დაძლევს შესაბამის სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, იღებს შესაბამისი ცოდნის და უნარების დამადასტურებელი დოკუმენტს;
მუხლი 28. სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება
1.    სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის პროცედურა ეფუძნება სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
2.    სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება  დირექტორის  ბრძანებით, რომელიც ადგენს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველების დოკუმენტების მიღების ვადასა და წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალს.
3.    სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე.
მუხლი 29. სასერტიფიკატო პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები
1. სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში უნდა წარუდგინოს:
ა) ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის დაძლევის გარეშე;
მუხლი 30. ჩარიცხვა
1. წარმოდგენილი საბუთების ანალიზისა ან/და სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველების სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ დირექტორის ბრძანებით ხორციელდება ჩარიცხვა;
მუხლი 31. სასწავლო რეგისტრაცია
1. ბრძანების გამოცემის შემდეგ სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია,
2. რეგისტრაციის ვადებს სკოლის მენეჯერის წარდგინებით განსაზღრავს ინსტიტუტის დირექტორი.
3. რეგისტრაციის გასავლელად, სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა) გააფორმოს ან გააგრძელოს ინსტიტუთან სასწავლო ხელშეკრულება;
ბ) წარმოადგინოს სწვლის საფასურის გადახდის ქვითარი,
4. სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელიც არ დარეგისტრირდება დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით, უჩერდება სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსი მორიგ რეგისტრაციამდე;
5. რეგისტრაციის განმეორებით გაუვლელობა არის სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტისატის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
6. სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიერ ინსტიტუტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს.  ინსტიტუტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ფორმალური ცნობის (აღიარების) ასევე ნამდვილობის დადასტურების გზით.
7. სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალში, (სარეგისტრაციო ჟურნალი შეიძლება იყოს ელექტრონული) ჟურნალში შეიტანება (ჩარიცხული/სხვა სასწავლებლიდან გადმოყვანილი) სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტის პირადი მონაცემები – სახელი გვარი, პირადი ნომერი რომელსაც ანიჭებს დირექტორი ბრძანებით, მისამართი, დაბადების თარიღი, დაწესებულების სახელწოდება სადაც მოხდა საბაზო ან ზოგადი განათლების დასრულება, საბაზო ან ზოგადი განათლების დასრულების წელი, საბაზო ან ზოგადი განათლების ატესტატის ნომერი, ატესტატის გაცემის თარიღი,  საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/გადმოყვანის ბრძანების ნომერი და თარიღი, სკოლა, სასერტიფიკატო პროგრამის დასახელება, შენიშვნა. 
შენიშვნა: სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტის  სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს ენიჭება სპეციალური ნომერი – რომელიც ფორმულირდება შემდეგნაირად: ორი ციფრით აღინიშნება ჩარიცხვის წლის ბოლო ორი ციფრი, მომდევნო სამი ციფრით აღინიშნება სასერტიფიკატო პროგრამის  პროფესიული სტუდენტის პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი;
მუხლი 32. სასწავლო ხელშეკრულება ინსტიტუტსა და სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს შორის
1. სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა, სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიულ სტუდენტის მიერ  ინსტიტუთან სასწავლო ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმება,
2.ხელშეკრულების ერთი ეგზემპლიარი გადაეცემა სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, ხოლო მეორე ეგზემპლიარი ინახება სასერტიფიკატო პროგრამის პროფესიული სტუდენტის პირად საქმეში.
მუხლი 33. სწავლის საფასური, მისი გადახდის წესი და შეღავათები

1. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის საფასურს განსაზღვრავს  დირექტორი.
2. სწავლის საფასურის განსაზღვრული ოდენობა გადახდილი უნდა იყოს შესაბამისი . სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე, აღნიშნული თარიღის გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმების შემთხვევაში.
3. სწავლის საფასურის გადახდილი უნდა იყოს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
4. პროფესიული სტუდენტის მხრიდან ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამის საფასური განისაზღვრება ინსტიტუტის და . სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს შორის შეთანხმებით და ფორმდება წერილობით.
5. ინსტიტუტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისათვის სწავლის საფასურის გადახდის გადანაწილებაზე, სწავლის საფასურის ოდენობის შემცირებასა თუ სწავლის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე.

მუხლი 34. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის უფლებები

1. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს მისი ინტერესების შესაბამისი ხარისხიანი განათლება, აქტიურად იყოს ჩართული  სასწავლო და პრაქტიკულ საქმიანობაში.
2. დაუშვებელია სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების უფლებებში შეზღუდვა, თუ იგი არ ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მაღალი ხარისხის სწავლების, დისციპლინისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ან არ არის მიმართული ამ დებულებით დადგენილი  ინსტიტუტის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო საქმიანობის აღკვეთისათვის.
3. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს ინსტიტუტის ადმინისტრაციას კანონმდებლობით, ინსტიტუტის შიდა სამართლებრივი აქტებით, სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებითა და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;
ბ) ისარგებლოს ინსტიტუტის სასწავლო და დამხმარე რესურსით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ინსტიტუტის ადმინისტრაციისგან ამომწურავი ინფორმაცია თავისი უფლებების, სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და ინსტიტუტის სხვა რესურსების შესახებ,
დ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ე) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;
ვ) მიიღოს მონაწილეობა ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ სასწავლო პროცესის შეფასებაში;
მუხლი 35. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მოვალეობები
1 სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას კანონმდებლობის, ინსტიტუტის წესდების, დებულების, შინაგანაწესის და სხვა შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები;
გ) შეასრულოს  ინსტიტუთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მუხლი 36. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის პასუხისმგებლობა და დისციპლინარული დევნა
1. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა შესაძლებელია აღიძრას მხოლოდ ინსტიტუტის შინაგანაწესით და ამ დებულებით დადგენილი ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
2. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის დისციპლინარული დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული.
3. ინფორმაცია სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის განხორციელების შესახებ არ შეიძლება ცნობილი გახდეს მესამე პირებისათვის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ინსტიტუტის დირექტორი უფლებამოსილია შექმნას დისციპლინარული დევნის საკითხის გადამწყვეტი დამოუკიდებელი ორგანო.
5. დისციპლინარული დევნის განხორციელების საფუძველზე ინსტიტუტი უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება:
ა) სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიმართ დისციპლინარული დევნის შეწყვეტის შესახებ;
ბ) სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისათვის გაფრთხილების მიცემის შესახებ;
გ) სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისათვის საკომპენსაციო ჯარიმის დაკისრების შესახებ;
დ) სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესიდან განსაზღვრული ვადით ჩამოშორების შესახებ;
ე) გადაცდომის ჩამდენისათვის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ - განსაკუთრებით მძიმე გადაცდომის ჩადენისას ან გადაცდომის არაერთხელ ჩადენისას.
6. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 37. პროფესიული  სტუდენტის სტატუსის შეჩერება

1. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მიმართოს ინსტიტუტს განცხადებით, მისთვის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან და სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სხვა უფლება - მოვალეობებისგან დროებით განთავისუფლების თაობაზე.
2. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ სასერტიფიკატო პროფესიული სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პროფესიულ სტუდენტს გააჩნია ფინანსური დავალიანება, ან განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებობს მისთვის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ავადმყოფობა;
ბ) უცხო ქვეყანაში სწავლა;
გ) სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა;
დ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ე) სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის მიერ ინსტიტუთან კავშირის გაწყვეტა, შესაბამისი მიზეზების დადგენამდე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები;
ზ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
4. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში, ინსტიტუტი და სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე.
5. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია თუკი აღმოფხვრილი იქნება ის გარემოებები რაც გახდა პირისათვის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.
6. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სასწავლო პროცესში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, პირს უწყდება სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
7. იმ შემთხვევაში, თუ ის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზედაც ირიცხებოდა სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტი მისთვის სტატუსის შეჩერებამდე გაუქმებულია, ან შეცვლილია მისთვის სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის მომენტისათვის, სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს ყველაზე მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამით ან გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ინსტიტუტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 38. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტა

1. სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) შესაბამისი სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
ბ) პირადი განცხადება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნის მიღწევის შეუძლებლობა აკადემიური მოუსწრებლობის გამო, თუ პროფესიული სტუდენტი ზედიზედ სამჯერ ვერ ახერხებს სასწავლო დისციპლინის წარმატებით გავლას;
დ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენი პროფესიული სტუდენტის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას;
ე) წესდების, ინსტიტუტის შინაგანაწესის, დებულების და სხვა შიდა სამართლებრივ აქტების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ინსტიტუტს და მის პროფესიულ სტუდენტებს,  თანამშრომლებს;
ვ) გარდაცვალება.
2. ინსტიტუტი ვალდებულია პირისათვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხის დაყენების დროს აცნობოს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ, მოისმინოს მისი პოზიცია, მისცეს მას ახსნა-განმარტების წარმოდგენის საშუალება.
3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწვეტა ფორმდება ინსტიტუტის დირექტორის  დასაბუთებელი ბრძანებით.
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს პროფესიულ სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების მოშლას, რაც არ ანთავისუფლების მხარეებს ხელშეკრულების მოშლამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი ურთიერთვალდებულებების შესრულებისგან.
5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 39. პროფესიული სტუდენტის ფინანსური ვალდებულებები

1. პროფესიულ სტუდენტს ინსტიტუტის წინაშე ეკისრება შემდეგი ფინანსური ვალდბულებები:
ა) ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესითა და ვადებში გადაიხადოს სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
ბ) სასწავლო დისციპლინის განმეორებით გავლის შემთხვევაში გადაიხადოს დადგენილი თანხა;
გ)  ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაზიანების შემთხვევაში გადაიხადოს ზარალის ასანაზღაურებელი თანხა;
დ) ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გადაიხადოს წიგნის ღირებულების თანხა.
მუხლი 40. პროფესიულ სტუდენტთა გაერთიანებები

1. ინსტიტუტის პროფესიული სტუდენტური გაერთიანებები წარმოადგენს პროფესიულ სტუდენტთა ნებაყოფლობით გაერთიანებს.
2. პროფესიული სტუდენტური გაერთიანებები იქმნება პროფესიულ სტუდენტთა უფლებების და პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების მიზნით.
3. პროფესიული სტუდენტები უფლებამოსილნი არიან საკუთარი ინტერესბისა და შესაძლებლობის რეალიზებისათვის გაერთიანდნენ, შექმნან სტუდენტური გაერთიანება და მისი დებულება, განსაზღვრონ  სტრუქტურა, დაგეგმონ სტუდენტური აქტივობები და ა.შ.
4. სტუდენტური გაერთიანებები დამოუკიდებელი ორგანოა და არავის არ ექვემდებარება.
5. სტუდენტურ გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს სკაუთარი ბიუჯეტი, პროფესიულ სტუდნეტთა შემოწირულობების საფუძველზე.
6. სტუდენტური გაერთიანების წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან  ინსტიტუტის შინაგანაწესი და პროფესიულ სტუდენტათთვის დადგენილი ქცევის წესები.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 41. გარდამავალი დებულებები

წინამდებარე დებულების ის მუხლები რომელთა ამოქმედება დაკავშირებულია ავტორიზაციის მიღებასთან ამოქმედდეს ავტორიზაციის მიღების შემდგომ.
მუხლი 56. დასკვნითი დებულებები
1.წინამდებარე დებულებაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით;
2. წინამდებარე დებულება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე;