პროგრამა

ქორეოგრაფ-რეპეტიტორთა მომზადება/გადამზადების სკოლა

ქორეოგრაფ - რეპეტიტორთა სასერტიფიკატო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2018 წელი

 

 

პროგრამის მიზნები:

ქორეოგრაფ - რეპეტიტორის სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია ქორეოგრაფიული ხელოვნების დარგის პრინციპებისა და საშემსრულებლო-შემოქმედებითი თუ პრაქტიკული უნარების გამოყენება შემდგომ საქმიანობაში. ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული ამოცანაა ქორეოგრაფიული ტექნიკის შეგნებული და გააზრებული გამოყენება და საცეკვაო ოსტატობის სწავლება, სტუდენტთა მომზადება საცეკვაო ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის (ეთნიკური, კლასიკური და თანამედროვე ცეკვის დარგში).

სწავლის შედეგები:

ცოდნა  და გაცნობიერება

 აქვს სფეროს ფაქტობრივ გარემოებებსა და თეორიულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა, აცნობიერებს პრობლემების გადაჭრის ზოგად შესაძლებლობებს. აქვს ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიული თუ თეორიული ასპექტების საფუძვლების ცოდნა; აქვს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი და სპეციალურ-პროფილური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აცნობიერებს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობებს. მოწოდებას ცეკვაში ხედვას/ამბიციას ცეკვაში სდებს; უყვარს თავისი პროფესია და შთაგონებით მუშაობს. მუშაობისას საცეკვაო ხელოვნების საკუთარი ხედვიდან ამოდის და ამ ხედვის განვითარება/განვრცობა შეუძლია.

ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენების  უნარი

 შეუძლია სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოიყენოს სანდო ინფორმაციის წყაროები, შეიმუშაოს სტრატეგია წამოჭრილი სპეციფიკური ამოცანის გადასაჭრელად და შეაფასოს მიღებული შედეგები შესრულებული სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით. შეუძლია შემეცნებითი და პრაქტიკულ-შემოქმედებითი უნარების ფართო სპექტრის გამოყენება აბსტრაქტული პრობლემების შემოქმედებითად გადასაწყვეტად. საკუთარ პროფესიულ სფეროში თვალსაზრისის და შეხედულებების გამომუშავების უნარი გააჩნია და აქვს მოთხოვნილება, რომ ეს შეხედულებები საცეკვაო (თეატრალურ) ხელოვნებაში გამოიყენოს და განახორციელოს. შეუძლია საკუთარი კონცეფციების და მხატვრული (ან ქორეოგრაფიული) ჩანაფიქრის ცეკვად გარდასახვა.

 დასკვნის  უნარი

შეუძლია სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი მიდგომის შემუშავება, ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვა და მიღებული შედეგის ანალიზი. შეუძლია კარგად განსაზღრული პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება. შეუძლია შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით პრობლემის მოსაგვარებლად ალტერნატიულ გზების განხილვა.

 

 

 კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცვალებად სიტუაციებში. შეუძლია დამოუკიდებლად აითვისოს ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. შეუძლია უცხოურ ენაზე მიღებული პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება. შეუძლია იდეებისა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად გადაცემა სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის გამოყენებით, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. შეუძლია უცხოურ ენაზე პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა და ანგარიშის წარდგენა.

სწავლის უნარი

შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულებების დამოუკიდებლად განსაზღვრა განჭვრეტა,  ნაწილობრივ ცვალებად ვითარებაში. შეუძლია საკუთარი სწავლის მიმართულებების განსაზღვრა ცვალებად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში. შეუძლია სამუშაოს უკეთ განხორციელების მიზნით საკუთარი პროფესიის შესახებ ახალი ცოდნის მიღების საშუალებების დამოუკიდებლად მოძიება და სწავლის დაგეგმვა.

ღირებულებები

 პასუხისმგებლობით ეკიდება პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებს და ცვალებად სიტუაციებში მოქმედებს მათ შესაბამისად. აფასებს თავისი და სხვების დამოკიდებულობას პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი ღირებულებებისადმი: კოლეგების შემოქმედებით თუ პროფესიულ უნარებს, პროფესიულ მიღწევებს. კრიტიკულად ეკიდება და მკაცრად იცავს ქორეოგრაფიული შემქმედებისათვის დამახასიათებელ ყველა წესსა და პროცედურას;

 მოცულობა:

ერთ წლიანი პროგრამა:

32 კვირა 8 თვე, 288 სასწავლო საათი

ორ წლიანი პროგრამა:

64 კვირა 16 თვე, 576  სასწავლო საათი

 

 

 

 

 

 

ერთ წლიანი პროგრამა:

სასწავლო გეგმა:

0

საგნები

სულ საათები

ლექციები

სემინარები

პრაქტიკული მეცადინეობა

შუალედური გამოცდა

დასკვნითი გამოცდა

1

ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები

32

20

10

0

1

1

2

ცეკვის სწავლების მეთოდიკა

32

8

2

20

1

1

3

ქართული ცეკვის რეჟისურა, ცეკვის დადგმის თეორია და პრაქტიკა

64

12

5

45

1

1

4

აჭარულის და სახასიათო ცეკვების დადგმის მეთოდიკა

34

0

0

30

1

1

5

 

64

38

24

0

1

1

6

მეტყველების და წერის კულტურა

64

28

4

28

1

1

ჯამი

288

 

 

 

 

 

    ორ წლიანი პროგრამა:

    სასწავლო გეგმა:

                0

საგნები

სულ საათები

ლექციები

სემინარები

პრაქტიკული მეცადინეობა

შუალედური გამოცდა

დასკვნითი გამოცდა

1

ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები

64

40

20

0

2

2

2

ცეკვის სწავლების მეთოდიკა

64

16

4

40

2

2

3

ქართული ცეკვის რეჟისურა, ცეკვის დადგმის თეორია და პრაქტიკა

128

24

10

90

2

2

4

აჭარულის და სახასიათო ცეკვების დადგმის მეთოდიკა

68

0

0

60

2

2

5

ქართული და კავკასიური ცეკვები, სწავლების ტექნიკურ საშუალებათა სისტემური ანალიზის მიხედვით

128

74

48

0

2

2

6

მეტყველების და წერის კულტურა

128

54

8

54

2

2

ჯამი

576

 

 

 

 

 

 

 სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია:

 

 სწავლების პროცესში, რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. პროფესორს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. მაგ., ლექციაზე ლექტორი სალექციო მასალას ვიზუალური პრეზენტაციის სახით წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს ვერბალური განმარტება; იმართება დისკუსია, სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის სახით, ჩანაწერის გაკეთების გზით და სხვ. ამრიგად, სწავლება-სწავლის პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთში გადადიან. სწავლა-სწავლების მეთოდების მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს,

მეთოდთა კლასიფიკაციის ვარიანტი A

1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.

2. წიგნზე მუშაობის მეთოდი.

3. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება, და ა..

4. ლაბორატორიული მეთოდი და დემონსტრირების მეთოდი ეს უკანასკნელი თავის მხრივ გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ცდების დაყენება, ვიდეომასალების ჩვენება, დინამიკური ხასიათის მასალა და სხვ.

5. პრაქტიკული მეთოდები აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, აქ სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობას, მაგალითად: საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ.

 

მეთოდთა კლასიფიკაციის ვარიანტი B

1. დისკუსია/დებატები ინტერაქტიური სწავლების ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

2. ჯგუფური (collaborative) მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

3. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

4. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე,ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.

5. ევრისტიკული მეთოდი ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

6. შემთხვევის ანალიზი (Case study) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, მედიცინის სფეროში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის განხილვა, პოლიტიკის მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი და ა. .

7. გონებრივი იერიში (Brain storming) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:

პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.

დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).

გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.

კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.

შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.

უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.

8. როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს.

9. დემონსტრირების მეთოდი ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია., ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.

10. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.

სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.

სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას.ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.

11. ახსნაგანმარტებითი მეთოდი ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

12. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

 შეფასების სისტემა:

სემინარი/პრაქტიკული: მაქს. ქულა 30

შუალედური გამოცდა: მაქს ქულა 30

დასკვნითი გამოცდა: მაქს ქულა 40

გამოცდაზე დაშვების წინაპირობა - გამოცდაზე დასაშვებად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მიმდინარე შეფასებებში არა ნაკლებ 11 ქულა.

საბოლოო შეფასება

 

ქულები

შეფასება

ნიშანი

91-100

ფრიადი

A

81-90

ძალიანკარგი

B

71-80

კარგი

C

61-70

დამაკმაყოფილებელი

D

51-60

საკმარისი

E

41-50

ვერჩააბარა

FX

0-40

ჩაიჭრა

F

 

FX შეფასების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება, ხოლო F შეფასების შემთხვევაში სტუდენტმა კრედიტების მისაღებად კურსი თავიდან უნდა გაიაროს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროგრამის ადამიანური რესურსები:

სახელი, გვარი

წასაკითხი სასწავლო კურსები/საგნები

ოლეგ ალავიძე

ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები

ოლეგ ალავიძე

ცეკვის სწავლების მეთოდიკა

მანანა ბერიძე

 

გვანცა მარკოიშვილი

ქართული ცეკვის რეჟისურა, ცეკვის დადგმის თეორია და პრაქტიკა

ზაზა მჟავანაძე

გოჩა გრძელიშვილი

აჭარულის და სახასიათო ცეკვების დადგმის მეთოდიკა

მურმან გამისონია

ქართული და კავკასიური ცეკვები, სწავლების ტექნიკურ საშუალებათა სისტემური ანალიზის მიხედვით

მანანა უშიკიშვილი

მეტყველების და წერის კულტურა

 

პროგრამაზე ჩარიცხვის ოთხოვნები:

ერთწლიან პროგრამაზე:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნით პირმა უნდა შეავსოს დადგენილი ფორმის განაცხადი დირექტორის სახელზე.

პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. პირს რომელიც ჩაერთვება პროგრამის განხორციელების პროცესში დამატებით უტარდება მეცადინეობები პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.

ორწლიან პროგრამაზე:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნით პირმა უნდა შეავსოს დადგენილი ფორმის განაცხადი დირექტორის სახელზე.

პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. პირს რომელიც ჩაერთვება პროგრამის განხორციელების პროცესში დამატებით უტარდება მეცადინეობები პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში.