შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.    ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი) შინაგანაწესი შედგენილია საქართველოს “შრომის კოდექსის” მოთხოვნათა გათვალისწინებით;
2.    შინაგანაწესის მიზანია განსაზღვროს:
ა) ინსტიტუტის შიგნით მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების სისტემა:
ბ) სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად მართვის მექანიზმები;
გ) სასწავლო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება;
დ) ინსტიტუტის და პროფესიულ სტუდენტთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობები.
ე) სამუშაო დროის სრული და რაციონალური გამოყენება.
ვ) ინსტიტუტში შრომის დისციპლინის განმტკიცება.
3.    ინსტიტუტის ყველა მასწავლებელი, თანამშრომელი, პროფესიულ სტუდენტი და მშობელი, ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, მოვალეა დაიცვას ინსტიტუტის შინაგანაწესი.
მუხლი II.  თანამშრომელთა მიღების, სხვა სამუშაოზე გადაყვანისა და დათხოვნის წესი
1.    მუშაკი თავის შრომით უფლებას ახორციელებს შრომითი კონტრაქტის  (ხელშეკრულების) დადების Gგზით;
2.    სამუშაოზე მიღებისას ინსტიტუტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია მისაღებ პირს მოსთხოვოს:
ა) განცხადება სამსახურში მიღების თაობაზე;
ბ) შრომის წიგნაკის  წარმოდგენა, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში, რეკომენდაცია უკანასკნელი საქმიანობის ადგილიდან (სასურველი);
გ) კადრების აღრიცხვის ფურცელი;
დ) ავტობიოგრაფია cv.
ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი რეგისტრაციის ადგილის ჩვენებით:
ვ)განათლებისა და კვალიფიკაციის, სპეციალური ცოდნის ან მომზადების/გადამზადების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (შესაბამისი სერთიფიკატებით);
3.    ინსტიტუტს შეუძლია  თანამშრომლად მიღების კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი პირობების შესრულება, როგორიცაა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობა, გასაუბრება, დამატებითი სარეკომენდაციო წერილები, სილაბუსი, სამოდელო ლექცია სამოტივაციო წერილი და სხვა.
4.    შეთავსებითი სამუშაო: პირები, რომლებიც სამუშაოზე მიიღებიან შეთავსებით, ინსტიტუტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ცნობა ძირითადი სამუშაო ადგილიდან დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის გრაფიკის მითითებით;
5.    ინსტიტუტში სამუშაოდ მიღებულ ყველა თანამშრომელთან  დირექტორი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს თანამდებობა, თანამდებობრივი სარგო, სამუშაო დრო და ადგილი, უფლებამოსილება – ვალდებულებები და დავის წარმოშობის შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმები.
6.    ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს 2 თვისა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სახელშეკრულებო დროით.
7.    ინსტიტუტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე, პროფესიული დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშე  იყოლიოს რეზერვი ან მაძიებელი  (სტაჟიორი) პროფესიული მასწავლებელი. ინსტიტუტის  ადმინიტრაცია ვალდებულია გააცნოს მას შინაგანაწესი.
8.    თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ხელშეკრულება სამუშაოზე დანიშვნის შესახებ; გადაყვანის, წახალისების და გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა ასლები.
9.    თანამშრომელთა სამუშაოდან  დათხოვნა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.    დაუშვებელია დათხოვნა, შვებულების ან დროებით შრომის უნარიანობის დაკარგვის დროს.
11.    მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები:
1.    დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
2.    შრომითი ხელშეკრულების მოშლა მითითებული საფუძვლით დაიშვება, თუ დარღვევა დასაქმებულის მხრიდან ატარებს სისტემატურ ან უხეშ ხასიათს:
ა) დარღვევა ითვლება სისტემატურად, თუ დარღვევის შემთხვევა, რაშიც არ  უნდა გამოიხატებოდეს იგი, განმეორდა ორჯერ ან მეტჯერ.
ბ) ხოლო დარღვევა ითვლება უხეშად, თუ ასეთი ქმედება ატარებს ბრალეულ ხასიათს, რომლის შედეგადაც ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ქონებრივი ან სხვა სახის ზიანი მიადგა, ან წარმოიშვა ასეთი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე.
3.    დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად ჩაითვლება:
 ა) საპატიო მიზეზის (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინებების შესრულება) გარეშე, სამსახურებრივი ინსტრუქციებით გათვალისწინებული სამუშაოს სისტემატური შეუსრულებლობა;
ბ) საპატიო მიზეზის გარეშე, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სამუშაო საათების    გაცდენა;
გ) სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება;
დ) მუშაკის მიერ, რომელიც უშუალოდ ემსახურება და პასუხისმგებელია ფულად ან მატერიალურ ფასეულობებზე, ბრალეული ქმედების ჩადენა, ქონების  (მათ შორის წვრილმანი) მითვისება, გაფლანგვა, მისი განზრახ განადგურება ან დაზიანება, თუ ეს ქმედება იძლევა ადმინისტრაციის მხრიდან მისდამი ნდომის დაკარგვის საფუძველს;
ე) მუშაკის  მიერ, რომელიც  ასრულებს აღმზდელობით ფუნქციას, მოცემული სამუშაოს შეუსაბამო ამორალური საქციელის ჩადენა ინსტიტუტის ტერიტორიაზე და სასწავლო დროს (სასწავლო პროცესის, აგრეთვე ინსტიტუტის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დროს,) რის შედეგადაც შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოს გაგრძელება;
ვ) განმეორებით, წლის განმავლობაში, ინსტიტუტის წესდებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, რისთვისაც მუშაკს გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი დისციპლინური სახდელი;
ზ) პროფესიულ სტუდენტზე არაერთჯერადი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა (დაშინება, რამე იმფორმაციის გამოძალვა, მისი დისკრიმინაცია რამე ნიშნით) მუშაკის ბრალეული ქმედების დადასტურების შემთხვევაში;
თ) კორუფციის ურთიერთობაში (გარიგებაში) მონაწილეობა, კორუფციის ნებისმიერი გამოვლინება.
მუხლი III.  თანამშრომელთა  ძირითადი მოვალეობანი
1.    თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ ინსტიტუტის წესდება, დებულება, შინაგანაწესი, დაიცვან შრომის დისციპლინა, როგორც ინსტიტუტის წესრიგის საფუძველი. დროულად გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, დაიცვან სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი;
ბ) მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
გ) დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა.
დ) უწყვეტად სრულყოფდნენ კვალიფიკაციას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.
ე) პასუხი აგონ სწავლა-სწავლის შედეგებზე.
ვ) აღზარდონ ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების პიროვნებები.
ზ) არ დაუშვან დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით.
2.    პერსონალის ძირითად მოვალეობათა სფერო განისაზღვროს ხელშეკრულების პირობებითა და დადგენილი წესით დამტკიცებული თანამდებობრივი დებულებებით.

მუხლი IV ადმინისტრაცია ვალდებულია

1.    განსაზღვროს ინსტიტუტის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, შეიმუშავოს ბიუჯეტი, შეასრულოს  თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
2.    ზედამხედველობა გაუწიოს სასწავლო - აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.
3.    ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონიერების ფარგლებში.
4.    აკონტროლოს ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება. დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები დამღრვევთა მიმართ.
5.    შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ხელშემწყობი გარემო, მოაწყოს წარმატებული გამოცდილების შესწავლა, გავრცელება და დანერგვა.
6.    იზრუნოს ინსტიტუტის თანამშრომლებს, მშობლებსა და პროფესიული სტუდენტების შორის ჰარმონიული, უკომფლიკტო გარემოს ფორმირებაზე.
7.    მხარი დაუჭიროს და განავითაროს პედაგოგთა ინიციატივა და აქტივობა, უზრუნველყოს ინსტიტუტის მართვაში მათი მომაწილეობა.
8.    შეიმუშავოს სტიპენდიების, პრემიების, დასაჩუქრებისა და სხვა ჯილდოების გაცემის წესი და პირობები.
9.    შექმნას სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
10.      უზრუნველყოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა.
11.     გასცეს ხელფასი დაგენილ ვადებში.
მუხლი V. სამუშაო დრო და პირობები
1.    სასწავლო წლის ხანგრძლივობა  და საწავლო რეჟიმი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით;
2.    პროფესიულ მასწავლებელთა კვირეული სამუშაო დრო განისაზღვრება სასერტიფიკატო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმით, საათობრივი დატვირთვით და სასწავლო ცხრილით.
3.    პროფესიულ მასწავლებელი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს მეცადინეობის დაწყებამდე 10 წუთით ადრე.
4.    პროფესიულ მასწავლებელის პროფესიული განვითარებისა და დაოსტატების მიზნით დახარჯული დრო ჩაითვალოს სამუშაო დროდ.
5.    ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო დრო განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით 40 საათი კვირაში, ყოველდღიური 8 საათიანი შამუშაო დღე.
6.    ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო დღე იწყება 9 საათზე და მთავრდება 17 საათზე.
7.    ყოველდღიური დასვენების ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, დღის 01:00 საათიდან 02:00 საათამდე.
8.    საწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი შესაბამისი განკარგულებით.
9.    სასწავლო ცხრილისა და სამუშაო გრაფიკის თვითნებურად შეცვლა დაუშვებელია.
10.    ადმინისტრაციის თათბირზე და სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
11.    დასვენების დღეები და კუთვნილი შვებულება განისაზღვრება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. სასწავლო პერიოდის და წლის სამუშაო კალენდარი განისაზღვრება ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
12.     ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი:
1.    ანაზღაურებადი შვებულება მიეცემა დასაქმებულს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ვადით და დადგენილი წესით;
2.    დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან;
3.    დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულება მიცემა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრული პერიოდით.
13.    დასაქმებულისათვის ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული საათობრივი ანაზრაუების თანხის შესაბამისად – ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება საათობრივად და ტოლია დასაქმებულის შრომითი საქმიანობის საათში ანაზღაურების ორმაგი ოდენობისა. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.
14.    პროფესიული მასწავლებლის საათობრივი დატვირთვა  (საათების რაოდენობა კვირაში) განისაზღვრება ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ;
15.    საათების განაწილება: პროფესიულ მასწავლებლებზე  საათების განაწილების საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია მასწავლებლის საგნობრივი და პედაგოგიური კვალიფიკაცია, როგორია მისი სწავლება/სწავლის შედეგები. თუ ჯგუფში პროფესიული სტუდენტების უმრავლესობა ვერ ძლევს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტს, საწავლო წლის განმავლობაში პროფესიული მასწავლებლის საწავლო დატვირთვა შეიძლება შემცირდეს ადმინისტრაციის ინიციატივით. პროფესიული მასწავლებლის  საწავლო დატვირთვა ასევე შესაძლოა შემცირდეს პროფესიული პროგრამებით საათების ან ჯგუფების შემცირების შემთხვევაში;
16.    აღნიშნული ცვლილებების შესახებ პროფესიული მასწავლებლს ეცნობოს ორი კვირით ადრე. თუ პროფესიული მასწავლებლი არ არის თანახმა გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) შეწყვეტილად ითვლება;
17.    გამოთავისუფლებული დღე: პროფესიული მასწავლებლებისთვის, იქ სადაც შესაძლებელია, შესაძლოა დაწესდეს კვირაში ერთი თავისუფალი დღე მეთოდური სამუშაოებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
18.    პროფესიული მასწავლებლებს ეკრძალებათ, თავიანთი შეხედულებისამებრ შეცვალონ სამუშაო გრაფიკი და სასწავლო ცხრილი;
19.    საწავლო პროცესი:
1.    წლის განმავლობაში დადგენილია ხუთდღიანი სამუშაო კვირა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განისაზღვროს ექვსდღიანი სამუშაო კვირა;
2.    მეცადინეობები იწყება სასწავლო ცხრილით გათვალისწინებული გრაფიკით.
3.    ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები თანამშრომლებს  ეცნობება თვალსაჩინო  ადგილზე გამოკვრით ან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით;
მუხლი VII. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და შესაბამისი ღონისძიებები
1.    საპატიო მიზეზით (ჯამრთელობის გაუარესების, ქორწინების, მძიმე ოჯახური გარემოებების ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით (რომელშიც მიუთითებს, შემცვლელის ვინაობას და ანგარიშსწორების პირობებს) მიმართოს დირექტორს დროებით სამსახურიდან გთავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში აცნობოს ადმინისტრაციას, არაუგვიანეს ერთი საათისა, სამუშაოს დაწყებამდე.
2.    შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი.
3.    სამსახურში გამოცხადების შემდეგ, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს გაცდენილი სამუშაო დრო.  ადმინისტრაციასთან  შეთახმებული გრაფიკით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს წინასწარი შეთანხმება კონკრეტულ პირთან, მისი შეცვლის თაობაზე).
მუხლი VIII. წახალისება
1.     სწავლებასა და აღზრდაში წარმატებებისა  და მუშაობაში მოპოვებული სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება შემდეგი სახის წახალისებანი:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრის გადაცემა;
გ) პრემია ან ფულადი ჯილდო და სხვა.
2.    წახალისება ცხადდება დირექტორის ბრძანებით.
 მუხლი IX. Pპასუხისმგებლობა შრომის დისციპლინის დარღვევისათვის

1.     თანამშრომელის მიერ შრომის შინაგანაწესითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის: დაგვიანება, არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა ან თვითნებური მიტოვება, დოკუმენტაციის უხარისხოდ წარმოება; მეცადინეობიდან პროფესიული სტუდენტის გაძევება ზედამხედველის გარეშე, სწავლება - სწავლის დაბალი ხარისხი, პროფესიული სტუდენტის, მშობლის ან თანამშრომლის შეურაცყოფა და კომფლიქტის გაღვივება, კოლეგიალობისა და თანამშრომლის ეთიკის დარღვევა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის დადებას:
ა) შენიშვნას;
ბ) საყვედურს;
გ) სასტიკ საყვედურს.
დ) დათხოვნას (შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა) ;
2.    გადაცდომის შედეგებიდან გამომდინარე, თანამშრომელს შეიძლება შეეფარდოს  სახდელის ერთ - ერთი ნორმა, მოცემული რიგითობის გაუთვალისწინებლად.
3.    დისციპლინური სახდელის დადება ფორმდება დირექტორის ბრძანებით;
4.    სახდელის დადებამდე შრომის დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა – განმარტება. თანამშრომლის უარი ახსნა-განმარტების  მიცემაზე (რაც დასტურდება აქტით) არ შეიძლება ჩაითვალოს წინააღმდეგობად მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისათვის.
5.    ადმინისტრაცია დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, თანამშრომლის ავადმყოფობასა და შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
6.    ბრძანებას დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, თანამშრომელი უნდა გაეცნოს სამი დღის განმავლობაში და დაადასტუროს ხელმოწერით.
7.    დათხოვნა დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შინაგანაწესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
8.    ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი X პროფესიული მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები
1. პროფესიულ მასწავლებელს უფლება აქვს:
1.     სამუშაო პირობების შექმნა: მოსთხოვოს ადმინისტრაციას მუშაობისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ასევე მოსთხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეებს მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება:
2.    რესურსებით სარგებლობის უფლება: ისარგებლოს სასწავლებლის  უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობების აღსასრულებლად.
3.     ინფორმაციის მიღების უფლება: მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადი საიდუმლოების და კომერციული საიდუმლეობის შემცველი ინფორმაციისა, ადმინისტრაციისაგან სასწავლებლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხებზე, სასწავლებლის ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და თანამშრომელთა ატესტაციის პირობებისა და ვადების შესახებ; როგორც პროფესიულ სტუდენტთა, ასევე პროფესიულ მასწავლებელთა ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ;
4.    გამოხატვის თავისუფლება: სასწავლო პროცესის დროს ან ინსტიტუტის ტერიტორიაზე მოიძიოს, მიიღოს, შექმნას,  შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა რაც არ ეწინააღმდეგება ინსტიტუტის ინტერესებს;
5.    გაერთიანების უფლება: გაერთიანდეს ან თავად შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია მოქალაქეთა პროფესიული, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა;
6.    მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) დაბარების უფლება: ჯგუფის კურატორთან ან  ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაიბაროს პროფესიული სტუდენტის მშობელი.
7.    განხილვებში მონაწილეობის უფლება: მოითხოვოს ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა ან საწარმოო თათბირებზე (დირექცია). ინსტიტუტის  მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მოითხოვოს და მიიღოს მისი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა.
8.    გასაჩივრების უფლება: თვისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს უკანონო ქმედებები დებულებით და შინაგანაწესით დადგენილი წესით.
9.    სწავლა – სწავლების აკადემიური თავისუფლება: პროფესიულ მასწავლებელს აქვს სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება პროფესიული პროგრამით დასახული მიზნების მიღწევას.
10.     პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: პროფესიული მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. დაუშვებელია პროფესიული მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ჩაიდინა არასამუშაო დროისგან თვაისუფალ დროს ან ინსტიტუტის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინსტიტუტს აქვს დასაბუთებული ინტერესი.
11.     პროფესიული სტუდენტის გაძევების უფლება: პროფესიული მასწავლებელს უფლება აქვს მეცადინეობიდან გააძევოს პროფესიული სტუდენტი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში (როცა პროფესიული სტუდენტი არ ემორჩილება პროფესიულ მასწავლებლის კანონიერ მოთხოვნებსა და მითითებებს, შეურაცხყოფას აყენებს ჯგუფელს ან პროფესიულ სტუდენტს, ფსიქოლოგიური ზემოქმედებას ახდენს ჯგუფზე ან პროფესიულ მასწავლებელზე და თავის ქმედებით ფაქტობრივად შლის სასწავლო პროცესს). პროფესიულ მასწავლებელს ეკრძალება პროფესიული სტუდენტის გაძევება ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე.
2. პროფესიული მასწავლებელი ვალდებულია
 
1.    შინაგანაწესის შესრულება: შეასრულოს/დაიცვას ინსტიტუტის დებულება, შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებით (სამსახურეობრივი ინსტრუქციებით) განსაზღვრული მოთხოვნები.
2.    მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულება: კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობები, იზრუნოს პროფესიულ სტუდენტთა სწავლა- აღზრდის ხარისხის ამაღლებაზე, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო;
3.    ეთიკის დაცვა: პროფესიულ სტუდენტებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები.
4.    კვალიფიკაციის ამაღლება: სისტემატიურად აიმაღლოს თავისი სამეცნიერო-მეთოდური დონე და კვაფიკაცია.
5.    შემოქმედებითობა: მუდმივად გამოავლინოს შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.
6.    დოკუმენტაციის შევსება: სისტემატიურად, დროულად და აკურატულად შეავსოს დოკუმენტაცია.
10. პროფესიული სტუდენტის კონსულტაცია: ჩაუტაროს კონსულტაცია პროფესიულ სტუდენტს (მისი თხოვნის შემთხვევაში), რომელმაც საპატიო მიზეზით გააცდინა მეცადინეობა, განუსაზღვროს  მას ვადები გამოტოვებული მასალის ჩასაბარებლად;
11. დამრიგებლობა: შეასრულოს ჯგუფის კურატორის თანამდებობრივი მოვალეობები პროფესიული მასწავლებლის ყველა უფლება-მოვალეობების შენარჩუნებით.
12.    შეფასების სისტემის გაცნობა: გააცნოს პროფესიულ სტუდენტებს, თუ როგორი სისტემითა და რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება; (შეფასების ფურცლების ეგზემპლარების ქსეროკოპირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია)
13.    სამსახურში დროული გამოცხადება: სამსახურში გამოცხადდეს ცხრილით განსაზღვრული სასწავლო პროცესის დაწყებამდე 10 წუთით ადრე; სამსახურში გამოცხადდეს სამუშაო დროის დაწყებისთანავე ან შვებულების ვადის გასვლისთანავე.
14.    პუნქტუალობა: არ დაიგვიანოს შესვლა აუდიტორიაში და სასწავლო პროცესის დაწყება. რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო.
15.    აღრიცხვის წარმოება: სპეციალურ ჟურნალში ყოველდღიურად აღრიცხოს თითოეულ ჯგუფში პროფესიულ სტუდენტთა დასწრება, ასევე მეცადინეობაზე დაგვიანებისა  და მეცადინეობიდან გასვლის შემთხვევები;
16.    დისციპლინა: უზრუნველყოს წესრიგი და სასწავლო დისციპლინა სასწავლო პროცესის მსვლელობისას.
მუხლი XI. პროფესიული სტუდენტის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) უფლება - მოვალეობანი
     
1.    პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვისას, პროფესიული სტუდენტის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია ინსტიტუტსა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები, დავის წარმოშობის შემთხვევაში-გასაჩივრების მექანიზმები.
2.    ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია, თუ ორივე მხარე თანახმაა შეწყვიტოს ხელშეკრულება, ან ერთ-ერთი მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
მუხლი XII. პროფესიულ სტუდენტთა ვალდებულებები

1.    ყველა პროფესიული სტუდენტი ვალდებულია დაემორჩილოს არსებულ პროფესიულ სტუდენტთა ქცევის წესებს და წინამდებარე შინაგანაწესს.
2.    პროფესიული სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს უფლება მოვალეობებს და ხელი შეუწყოს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
3.    პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და სასწავლო პროცესის თვითნებურად მიტოვება, განიხილება როგორც ქცევის წესების დარღვევა და ითვალისწინებს დისციპლინურ სახდელის დადებას.
4.    პროფესიული სტუდენტი ვალდებულია აკონტრილოს საკუთარი მეტყველება, ქცევა და მანერები, არა მხოლოდ ინსტიტუტის ტერიტორიაზე, არამედ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებების მიმდინარეობისას.
5.    პროფესიული სტუდენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს, არ დაკარგოს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც ინსტიტუტი მას დროებითი სარგებლობისთვის გადასცემს.
6.    ნივთის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მოყენებული ზარალი.
7.    პროფესიული სტუდენტი ვალდებულია სწავლის დასასრულს დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი.
8.    პროფესოიული სტუდენტი ვალდებულია იყოს თავაზიანი და ყურადღებიანი სხვათა მიმართ. ქცევა ან სიტყვიერი მიმართვა, რომელიც შეურაცხოფს სხვათა ღირსებას, არღვევს პიროვნების ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და ითვალისწინებს  სახდელის დადებას.
9.    პროფესიული სტუდენტი ვალდებულია დაემორჩილოს კეთილგონივრულ მითითებებს და მოთხოვნებს.
10.    პროფესიული სტუდენტი  ვალდებულია სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, ინსტიტუტში იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში.
11.    პროფესიული სტუდენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს ინსტიტუტის შენობას, მასში არსებულ მოწყობილობებს და აღჭურვილობას, დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს იგი თავად ან სხვათა დახმარებით.
მუხლი XIII. პროფესიული სტუდენტის წახალისება წარმატებისათვის
1.    სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის პროფესიული სტუდენტი შეიძლება დაჯილდოვდეს:
ა) სტიპენდიით გარკვეული ვადით;
ბ) სიგელით
გ) დიპლომით
დ) ფულადი პრემიით
ე) და სხვა ჯილდოებით
მუხლი XIV. პროფესიული სტუდენტისთვის შეუფერებელი ქცევის შედეგები

1.    პროფესიული სტუდენტის მიერ ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინარულ ზომებს:
1. მშობელთან დაკავშირება და თათბირი: გულისხმობს რაიმე ინცინდენტისთანავე კურატორის დაკავშირებას პროფესიული სტუდენტის მშობელთან, მასთან გასაუბრებას და შესაბამისი ოფიციალური ჩანაწერის გაფორმებას, რაც დასტურდება მშობლის ხელისმოწერით.
2.    გასაუბრება დირექტორთან: გულისხმობს პროფესიული სტუდენტის შეხვედრას დირექტორთან, პროფესიული სტუდენტის პირად საქმეში ჩანაწერის გაფორმებას დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი სახდელის ზომის შესახებ.
3.     საყვედურის გამოცხადება:
გულისხმობს  პროფესიული სტუდენტისთვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას; ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიყენება საყვედურის გამოცხადების შემდეგი ფორმები:
ა) გაფრთხილება
ბ) საყვედური
გ) სასტიკი საყვედური
4.    გამოსაცდელი ვადის დაწესება:
გულისხმობს არასათანადო ქცევის შემთხვევაში, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას და კურატორისა და მშობლის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას.
5.    ინსტიტუტის სერვისით სარგებლობის პრივილეგიის ჩამორთმევა:
გულისხმობს ინსტიტუტის ცალკეული სერვისით სარგებლობით უფლების ჩამორთმევას. მაგალითად, კომპიუტერული ქსელი, ექსკურსიაზე წასვლის უფლება და ა.შ.
6.    ზარალის ანაზგაურება:
გულისხმობს თანხის გადახდას, თუ შესაძლებელია შეფასდეს მიყენებული ზარალი, ან პროფესიული სტუდენტის მშობლის მიერ დაზიანებული ნივთის ან ინვენტარის შეცვლას ახლით.
7.     საზოგადოებრივი სამუშაო:
გულისხმობს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაოს, როგორიცაა: ინსტიტუტის ეზოსა და შენობის გასუფთავება, ნარგავების მოვლა, დაზიანებული ინვენტარის შეკეთება და სხვა.
8.    აკრძალული ნივთების კონფისკაცია:
გულისხმობს ინსტიტუტის ტერიტორიაზე აკრძალილი ნივთის (მობილური ტელეფონის და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, იარაღი და ა.შ.) ჩამორთმევას და მშობლებისთვის ან სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემას.
9.    სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა:
გულისხმობს: პროფესიული სტუდენტის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, იარაღის, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის შემთხვევაში ინსტიტუტიდან დათხოვნას და სამართალდამცავ ორგანოებისათვის გადაცემას.
10.    ფიზიკური დასჯა:
დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის ფიზიკური დასჯა და ფიზიკური ძალის გამოყენება დისციპლინარული ზომის სახით; საჭირო ძალა, რომელიც გამოიყენება თავდაცვის ან სხვათა დაცვის მიზნით, არ შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკურ დასჯად.
11.    მოკლევადიანი ან გრძელვადიანი დათხოვნა:
იგულისხმება პროფესიული სტუდენტის ჩამოშორება სასწავლო პროცესიდან ან ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სხვა აქტივობებიდან.
სახდელის ამ ფორმის გამოყენება ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ წესებს:
ა) ლექციიდან პროფესიული სტუდენტის დათხოვნის უფლება აქვს პროფესიულ მასწავლებელს, მაგრამ იგი მოვალეა, პროფესიული სტუდენტის დათხოვნა შეათანხმოს ადმინისტრაციასთან;
ბ) მოკლევადიანი (5 დღემდე) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია    ინსტიტუტის დირექტორს, მას შემდეგ, რაც შეხვდებიან მშობელს და აცნობებენ მისი შვილის დათხოვნის მიზეზებს და ხანგრძლივობას. დაბრუნების შემდეგ პროფესიული სტუდენტი ვალდებულია, ორი დღის განმავლობაში აანაზღაუროს გამოტოვებული მასალა;
გ) გადაწყვეტილებას გრძლევადიანი (5-დან 10 დღემდე)  დათხოვნის ან სტატუსის შეწყვეტის შესახებ ღებულობს ინსტიტუტის დირექტორი;
დ) დირექტორის გადაწყვეტილება დისციპლინარული სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.