ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“
ბრძანება
კულტურის ინსტიტუტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის სამსახიობო ხელოვნების, ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტოტორის, სამეჯლისოს-სპორტული ცეკვების მწვრთნელის მომზადება-გადამზადების ორწლიან კურსების საგანმანათლებლო პროგრამის, სწავლის დაწყების და სასწავლო ცხრილის დამტკიცების შესახებ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი „კულტურის ინსტიტუტის“ (შემდგომში ინსტიტუტი) წესდებისა და შინაგანაწესის საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და განისაზღვროს კულტურის ინსტიტუტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის სამსახიობო ხელოვნების, ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტოტორის, სამეჯლისოს-სპორტული ცეკვების მწვრთნელის მომზადება-გადამზადების ორწლიან კურსების სწავლის დაწყება გამოცხადეს 2021 წლის 16 სექტემბერს.
2. დამტკიცდეს კულტურის ინსტიტუტი 2021-2022 სასწავლო წლისათვის სამსახიობო ხელოვნების, ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტოტორის, სამეჯლისოს-სპორტული ცეკვების მწვრთნელის მომზადება-გადამზადების ორწლიანი კურსების საგანმანათლებლო პროგრამა და სასწავლო ცხრილი.
3. დაევალოს ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის პასუხისმგებელ მდივანს, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერს ამ ბრძანების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანება, მისი გაცნობის მიზნით, გამოქვეყნდეს თვალსაჩინო ადგილას და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია მისი ხელმოწერისთანავე.
მურმან
გამისონია
კულტურის ინსტიტუტის
ხელმძღვანელი, UNESCO-CID ცეკვის
საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული
ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის
საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი