ქ. თბილისი, 25 თებერვალი 2021 წელი
ერთის მხრივ, ა(ა)იპ ,,კულტურის ინსტიტუტი“ (ს/ნ 406260255) (შემდგომში ,,ინსტიტუტი’’), წარმოდგენილი მისი დირექტორის მურმან გამისონიას სახით და მეორეს მხრივ, ა(ა)იპ ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი „გე არტ“ (ს/ნ 400299547) (შემდგომში „ცენტრი“) წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის, ეკატერინე გელიაშვილის სახით (შემდგომში მხარეები), კულტურის ინსტიტუტისა და ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით, ვთანხმდებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.
1. მემორანდუმის მიზანი
წინამდებარე მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს:
1.1. ეროვნული ქორეოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა;
1.2. ქორეოგრაფიული განათლებისა და საშემსრულებლო პრაქტიკის ხელშეწყობა;
1.3. შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი და სანახაობრივი პროექტების განხორციელება;
1.4. შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი შემოქმედებითი სემინარების, კონფერენციების, მასტერკლასების, სიმპოზიუმების, ფესტივალებისა და სხვა შემოქმედებითი-სამეცნიერო პროექტების განხორციელება.
2. თანამშრომლობის ფორმები
წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგი ფორმით:
2.1. მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეები წარადგენენ ერთობლივი ღონისძიების განხორციელების გეგმას/პროექტს;
2.2. შეთანხმების საფუძველზე, მხარეები განახორციელებენ სხვადასხვა შემოქმედებით და ინტელექტუალურ პროექტებს;
2.3. მოახდენენ ერთობლივი პროექტების დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალის საჯაროდ გაზიარებას მხარეთა მოხსენიებისა და საიმიჯო ლოგოების გამოყენებით.
2.4. მოახდენენ ქორეოგრაფიულ სფეროში მიღწევებისა და რეკომენდაციების გაზიარებას.
3. მემორანდუმის მოქმედების ვადა
3.1 წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს უვადოთ.
3.2 მემორანდუმის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
4. დავების გადაწყვეტის წესი
4.1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის მხარეებს შორის, უნდა იქნეს მოგვარებული ურთიერთ მოლაპარაკებების გზით.
5. დასკვნითი დებულებები
5.1. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მემორანდუმით, დარეგულირებული იქნება მხარეთა შეთანხმებით.
5.2. წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებების შეტანა დაიშვება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
5.3. მხარეები შეთანხმდნენ და ადასტურებენ, რომ კეთილსინდისიერად დაიცავენ წინამდებარე მემორანდუმს და პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს.
5.4. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხორციელდება წერილობითი ფორმით (ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
5.5. მემორანდუმი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, თითო ყოველი მხარისათვის.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიულ პირი - „ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი - გე არტ“
• საიდენტიფიკაციო ნომერი: 400299547
• ტელ: +995599188824
• მის: ც.დადიანის #34.
• ელ. ფოსტა: nationalchoreographycenter@gmail.com
გენერალური დირექტორი ეკატერინე გელიაშვილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „კულტურის ინსტიტუტი“
• საიდენტიფიკაციო ნომერი: 406260255
• ტელ: +995 593 14 83 26
• ელ.ფოსტა: info.instituteofculture@gmail.com
• მის: ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #26
დირექტორი , მურმან გამისონია