ა(ა)იპ ,,კულტურის ინსტიტუტი“ და ა(ა)იპ „საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია“ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი
  

ქ. თბილისი 16 დეკემბერი 2020 წ.

ერთის მხრივ, ა(ა)იპ ,,კულტურის ინსტიტუტი“ (ს/ნ 406260255), წარმოდგენილი მისი დირექტორის მურმან გამისონიას (პ/ნ 62006000197) სახით, (შემდგომში ,,ინსტიტუტი’’) და მეორეს მხრივ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი - „საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია“ (ს/ნ 406318275 ), წარმოდგენილი მისი პრეზიდენტი ალექსანდრე ქართველიშვილის (პ/ნ 01019000511) სახით, (შემდგომში “აკადემია’’), (შემდგომში ,,კავშირი’’), თანხმდებიან თანამშრომლობაზე შემოქმედებით საკითხებში შემდეგი პირობებით:

1. მემორანდუმის მიზანი

1.1. წინამდებარე მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს:
1.1.1. საქართველოში კულტურის, ქორეოგრაფიისა და ხალხურ(ფოლკლორული) სიმღერებისა და ცეკვების განვითარება;
1.1.2. სტუდენტთა განათლებისა და პრაქტიკისათვის ხელშეწყობას;
1.1.3. ერთმანეთისათვის კონსულტაციების გაწევა, ერთობლივი სასწავლო-შემოქმედებითი და სანახაობითი პროექტების განხორციელება;
1.1.4. ერთობლივი შემოქმედებითი სემინარების, კონფერენციების, მასტერკლასების, სიმპოზიუმების, ფესტივალებისა და სხვა შემოქმედებითი სამეცნიერო პროექტების განხორციელება;
1.1.5. პროფესიულ-პედაგოგიური ურთიერთობების რეგულირება და რეკომენდაციების გაწევა;
1.1.6. ქორეოგრაფიული ხელოვნების მასწავლებელთა შემოქმედებითი და პროფესიული განვითარება. ,
1.2. მხარეები აძლევენ ერთმანეთს გარანტიას, რომ ისინი უპირობოდ, სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებენ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას.

2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

2.1. წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში, ინსტიტუტი განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
2.1.1. უზრუნველყოფს პედაგოგ-ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის საინსტიტუტო მიმართულებად ჩამოყალიბებას;
2.1.2. უზრუნველყოფს პედაგოგ-ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებთან დაკავშირებულ პირებთან შრომითი თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.1.3. დაეხმარება აკადემიას თავისი მუშაობის პედაგოგიურ მიმართულებათა გაფართოების საქმეში.
2.2. წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში, აკადემია განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
2.2.1. იზრუნებს პედაგოგ-ქორეოგრაფთა საქმიანობასთან დაკავშირებული კვალიფიციური კადრების შერჩევას;
2.2.2. უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ პირთა მოძიებას, მოზიდვას და ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად, შესაბამისი ჯგუფების დაკომპლექტებას;

3. განსაკუთრებული პირობა

3.1. წინამდებარე მემორანდუმზე ხელმოწერით, ინსტიტუტი ადასტურებს, რომ იგი უზრუნველყოფს ინსტიტუტის თითოეული კურსდამთავრებულის აკადემიაში გაერთიანებას.
3.2. ინსტიტუტის ის კურსდამთავრებულები, რომლებიც ჩაირიცხნენ ინსტიტუტში წინამდებარე მემორანდუმის გათვალისწინებით ინსტიტუტის მიერ გაწევრიანებულ იქნებიან აკადემიაში, ასევე, ინსტიტუტი უზრუნველყოფს ასეთი კურსდამთავრებულისათვის საწევროს ერთჯერად გადასახადს - 50 ლარის ოდენობით, ხოლო აკადემია თავის მხრივ ადასტურებს, თითოეულ კურსდამთავრებულზე, რომელიც გაწევრიანდება აკადემიაში, გასცემს შესაბამის სერთიფიკატს ,, „საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემის“ წევრობის“ თაობაზე.

4. მემორანდუმის მოქმედების ვადა

4.1. წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 4 (ოთხი) წლის ვადით.
4.2. თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) თვით ადრე არ გამოთქვამენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლება ავტომატურად გაგრძელებულად ამავე ვადით.

5. დავების გადაწყვეტის წესი

5.1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის მხარეებს შორის, უნდა იქნეს მოგვარებული ურთიერთმოლაპარაკებების გზით.

6. კონფიდენციალობა

6.1. წინამდებარე მემორანდუმის მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთს და არ დაუშვან შეთანხმების მოქმედების პერიოდში მათ მიერ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევა/მესამე პირებისათვის გაცნობა მეორე მხარესთან შეუთანხმებლად.

7. დასკვნითი დებულებები

7.1. ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მემორანდუმით, დარეგულირებულ იქნება მხარეთა შეთანხმებით.
7.2. წინამდებარე მემორანდუმში ცვლილებების შეტანა დაიშვება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
7.3. მხარეები შეთანხმდნენ და ადასტურებენ, რომ კეთილსინდისიერად დაიცავენ წინამდებარე მემორანდუმს და პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს.
7.4. მემორანდუმი შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, თითო ყოველი მხარისათვის.

8. მხარეთა ხელმოწერები აკადემია:

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი - „საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია“

  • საიდენტიფიკაციო კოდი:406318275
  • ტელ: 577376794
  • მის: თევდორე მღვდლის ქუჩა 13
  • ელ. ფოსტა: qor.union@gmail.com

პრეზიდენტი ალექსანდრე ქართველიშვილი ალექსანდრე ქართველიშვილი



არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „კულტურის ინსტიტუტი“

  • საიდენტიფიკაციო ნომერი: 406260255
  • ტელ: +995 593 14 83 26
  • ელ.ფოსტა: info.instituteofculture@gmail.com
  • მის: ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის 26

დირექტორი მურმან გამისონია