ბესო ჩუბინიძე
დაბადების თარიღი: 1975 (46
წლის)
კატეგორია: კოლექციონერი, მწერალი,
პუბლიცისტი, ჟურნალისტი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე, სატელევიზიო
სახე, ხელოვნების მუშაკი, ჰუმანიტარი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ.
ხაშური.
1991-1993წწ. სწავლობდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუნდამენტალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის სითბური ფიზიკის სპეციალობაზე, 1995-1999წწ. სწავლობდა და
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ჟურნალისტიკის ინსტიტუტი ჟურნალისტის
პროფესიით.
1988 წელს ქ. რუსთავში დაარსა
მოსწავლე-ახალგაზრდობის არაფორმალური ორგანიზაცია "არიში", რომელიც
აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში; 1988
წელს დაარსა და გამოსცემდა დისიდენტურ, ხელნაწერ ჟურნალ "გულნადებს";
1991 წლის ბოლომდე ყოველთვიურად, სხვადასხვა სახელებით ქმნიდა და
ავრცელებდა ხელნაწერ ჟურნალებს; 1989 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა
საქალაქო გაზეთ "რუსთავში"; 1989 წლის მაისში ჩამოაყალიბა 9 აპრილს
დაღუპული გმირის, თამარ ჭოველიძის სახელობის ახალგაზრდული მოძრაობა;
1990 წელს სათავეში ჩაუდგა რუსთავის მწვანეთა ახალგაზრდულ მოძრაობას;
1992 წელს, რუსთავში დააფუძნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი
დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთი "კოქტეილი", რომელიც მთელი
საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა; 1994 წლიდან დააარსა საქართველოში
სიყვარულის დღე - 15 აპრილი; 1996 წელს ქართული ხელოვნების და
კულტურის მხარდასაჭერად დააარსა პირველი ახალგაზრდული გამოცემა -
ჟურნალი "ვარსკვლავები"; 1997 წელს გამოსცა პირველი წიგნი
"საქართველოს თანამედროვე ახალგაზრდობა"; 2001 წლიდან აქტიური
კამპანია წამოიწყო შიდსის და ნარკოტიკების წინააღმდეგ, საკუთარ
ჟურნალებში შექმნა პირველი დამოუკიდებელი რუბრიკები "სიყვარული და
სექსი", "ნარკოტიკები და მომავალი"; 2003 წელს, მისი რეჟისორობით
შეიქმნა ერთადერთი დოკუმენტური ფილმი რომელიც სრულად ასახავდა
"ვარდების რევოლუციას"; 2005 წელს შექმნა პირველი დამოუკიდებელი
ინტერნეტ-ტელევიზია, ტელეკომპანია "ვარსკვლავები"; 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა როგორც
ჟურნალისტი; დოკუმენტური ფილმის "აგვისტო, 2008"-ის ავტორი;
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური მონაწილე,
მრავალი საზოგადოებრივი და საჯარო ღონისძიების ორგანიზატორი. 1993
წელს, როგორც მოხალისე, სოხუმის ფრონტზე მონაწილეობდა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთ-საქართველოს ომში ("აფხაზეთის
კონფლიქტი"), აფხაზეთის ომის ვეტერანი. (გოლფის ტურნირის
გამარჯვებული, ჟურნალისტთა შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის
ვერცხლის პრიზიორი, მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს მედლის პრიზიორი,
გუნდის კაპიტანი). ჟენევის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე
"ახალგაზრდული იდეები და წარმატებები" მინიჭებული აქვს ნომინაცია
"ახალგაზრდული სწრაფვა ახალი ნოვაციისკენ" (2007), ორგანიზაცია
"საერთაშორისო დიპლომატიისგან" დაჯილდოვდა ნომინაციაში "სახალხო
სიყვარულისთვის" (2014), საქართველოს წარმატებულ მამაკაცთა
დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა "წლის პერსონა 2016" ტიტულის მფლობელი
(2016), საქართველოს კულტურის და ხელოვნების კავშირის მიერ მინიჭებული
აქვს "ხელოვნების ალამდარის" უმაღლესი წოდება (2019). ნუმიზმატი,
ფილატელისტი.
წყარო: intermedia.ge; progressnews.press
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
თამბაქოს საწინააღმდეგო
დამოუკიდებელი კამპანია, დამაარსებელი, თავმჯდომარე (2002-)
რუსთაველის საზოგადოება, წევრი
(1989-)
საქართველოს მუსიკალური ფესტივალი
"მეგა", დამფუძნებელი (1999-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2017 - საქართველოს დამსახურებული
ჟურნალისტი
ბიბლიოგრაფია
ღიმილის ბიჭები :
მხატვრულ-დოკუმენტური რომანი (ავტორი). - თბილისი, პოლიგრაფლუქსი,
2020. - 160გვ.. - ISBN: 9789941820502
უკან მომავალში : 90-ანების
საქართველო : მხატვრულ-დოკუმენტური რომანი (ავტორი). - თბილისი,
პოლიგრაფლუქსი, 2018
გზაჯვარედინი : კრებული (ავტორი).
- თბილისი, პოლიგრაფლუქსი, 2018