მარინა თაქთაქიშვილი


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა/ფიქსაციის მეთოდი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
აკმ-ს ელემენტის იდენტიფიცირებისათვის წინაპირობა უნივერსალურია: არა ტრადიციის სიძველე, არამედ მისი არსებობა ცოცხალ პრაქტიკაში, მისი უწყვეტი მემკვიდრეობითობა და ის, თუ რამდენად აქვს მას შენარჩუნებული სოციალური ფუნქცია პირვანდელი თუ ტრანსფორმირებული სახით.

ელემენტის დაცვისათვის  საჭიროა, სახელმწიფომ შეარჩიოს დაცვის სწორი მექანიზმები.  მართებული არ იქნება მატერიალური ძეგლის დაცვისათვის განსაზღვრული მექანიზმების პირდაპირ გავრცელება აკმ-ზე. მაგალითად, თუ მატერიალური ძეგლის რესტავრაციის მთავარი პრინციპი კონსერვაციაა, აკმ-ს შემთხვევაში კონსერვაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება აკმ-ს მუდმივად ცვალებად ბუნებას.

იხილეთ ვრცლად
06.04.2019