ალეკო გელაშვილი


ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთოქორეოლოგი, ქორეოგრაფი.

,,სამაია - ისტორიულ-ლიტერატურული წყაროებისა და სასცენო განხორციელების ფონზე

,,სამაია - ამ სახელწოდების ცეკვა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სახელმწიფო თუ თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლისა და სტუდიის უმეტესობათა რეპერტუარშია. მისი პირველი სასცენო განხორციელება 1938 წელს, ბალეტ ,,მთების გულში~ მოხდა. ,,სამაიას~, როგორც  ფოლკლორული ცეკვის შესახებ ვიზუალური მასალა არ მოგვეპოვება, თუმცა, მას, როგორც ქორეოგრაფიულ ტერმინს ვხვდებით XVII საუკუნიდან მოყოლებულ, არაერთ ისტორიულ-ლიტერატურულ თუ ეთნოგრაფიულ ნაშრომში.
ეთნოგრაფიულ და ლიტერატურულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, ტერმინ ,,სამაიას~ გავრცელების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთიანეთს მოიცავს. ამასთან, ,,სამაიას~ მონათესავე ,,სამა-ს~, როგორც ცეკვის აღმნიშვნელ ტერმინს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც (ძირითადად აჭარასა და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში) ვხვდებით.

იხილეთ ვრცლად
08.04.2019