ფოლკლორის ცენტრში გურული ცეკვის მასტერკლასი დასრულდა

ფოლკლორის ცენტრში გურული ცეკვის მასტერკლასი დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატი გადაეცათ. სამი დღის მანძილზე სტუდენტებს, ქორეოგრაფებს და უბრალოდ ქართული ცეკვის მოყვარულებს აგრეთვე ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელები, გურული ცეკვის დღემდე შემონახული ილეთები, მოწვეულმა ქორეოგრაფებმა: რეზო ჭანიშვილმა, ვაჟა ახვლედიანმა, კობა დუნდუამ და ანზორ გვარამაძემ შეასწავლეს. პროექტის ხელმძღვანელია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი. მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტრო