ანსამბლი „არტ-საქართველო“ ვანუშა ხანამირიანის სახელობის სომხეთის ქორეოგრაფთა მოღვაწეთა კავშირის საიუბილეო საღამოზე

2026 წლის 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“ მიემგზავრება  სომხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ ერევანში, საგასტროლო მოგზაურობაში ვანუშა ხანამირიანის სახელობის სომხეთის ქორეოგრაფთა მოღვაწეთა კავშირის საიუბილეო საღამოზე.

 საიუბილეო კონცერი ჩატარდება გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრის დარბაზში, სადაც მონაწილეობას მიიღებს კულტურის ინსტიტუტი ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“. 

წარმატებული ფესტივალი და კარგი დასვენება ჩვენს ანსამბლს.