ანსამბლი „არტ-საქართველო“ საგასტროლოდ ერევანში იმყოფებოდა

თბილისი, საქართველო – 2026 წლის 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“ საგასტროლო ტურნეს ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ერევანში დაგეგმილ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებაში – ვანუშა ხანამირიანის სახელობის სომხეთის ქორეოგრაფ მოღვაწეთა კავშირის საიუბილეო საღამოზე.
ვიზიტის ფარგლებში, „არტ-საქართველოს“ წევრები, რომლებიც კულტურის ინსტიტუტის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელები არიან, სომეხი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვის მდიდარ ტრადიციებსა და მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას წარადგენენ. საგასტროლო მოგზაურობა მიზნად ისახავს მეზობელ ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
„აღნიშნული გასტროლი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი მსმენელებისთვის, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, პროფესიული გადამზადების პარალელურად, საკუთარი შემოქმედება საერთაშორისო სცენაზე წარმოაჩინონ და მონაწილეობა მიიღონ ისეთ მაღალი დონის ღონისძიებაში, როგორიც ვანუშა ხანამირიანის სახელობის საიუბილეო საღამოა,“ – აცხადებენ ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტში“.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ინტერვიუების დასაგეგმად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ნომერზე.