თბილისი, საქართველო – 2026 წლის 16 მაისს, საქართველოს ქორეოგრაფთა
კავშირის ორგანიზებითა და მისი თავმჯდომარის, ბატონ
კახაბერ მარკოიშვილი
მხარდაჭერით, დაბა ჟინვალში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“
(დირექტორი მურმან გამისონია) ქართული ხალხური ცეკვის
ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა
ანსამბლი „არტ-საქართველო“.
ღონისძიების უმთავრესი მიზანია ჟინვალის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის მხარდაჭერა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებისთვის
საჭირო დახმარების გაწევა.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი და კულტურის ინსტიტუტი მჭიდრო
თანამშრომლობით ცდილობენ, ხელოვნების ძალა გარემოზე ზრუნვასა და კეთილ
საქმეს მოახმარონ. ანსამბლი „არტ-საქართველო“ მაყურებლის წინაშე
სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული პროგრამით წარდგება. კონცერტიდან
მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ტაძრის ეზოს კეთილმოწყობასა და
გამწვანების სამუშაოებს.
„საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირისა და ბატონ
კახაბერ მარკოიშვილი
ჩართულობა ამ ღონისძიებას განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს. ჩვენი
ინსტიტუტისთვის და ბატონ მურმან გამისონიასთვის პრიორიტეტულია, რომ
მსმენელები ჩართულნი იყვნენ ისეთ აქციებში, რომლებიც კულტურული
მემკვიდრეობისა და გარემოს მოვლას ემსახურება. ეს არის დიდი პატივი –
საკუთარი შემოქმედებით წვლილი შეიტანო ჟინვალის წმინდა გიორგის
სახელობის ტაძრის გამშვენიერებაში,“ – აცხადებენ ა(ა)იპ „კულტურის
ინსტიტუტში“.
ორგანიზატორები
მოუწოდებენ საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აქციაში, რათა ერთად
ვიზრუნოთ ტაძრის გამწვანებაზე და, ამავდროულად, დავესწროთ ქართული
ხალხური ცეკვის მაღალპროფესიულ შესრულებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
