ანსამბლ „სამტრედიას“ 50 წლის იუბილე – სამტრედიას ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კულტურის ინსტიტუტის დელეგაცია ეწვევა

2026 წლის 9 მაისს, 17:00 საათზე, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელიც ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სამტრედიას“ დაარსების 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

ამ ისტორიული თარიღის მისალოცად ქალაქს საპატიო სტუმრები ეწვევიან: კულტურის ინსტიტუტის დირექტორი მურმან გამისონია და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია, დირექტორის, ზაზა მჟავანაძის, ასევე ჯუმბერ წოწორიასა და გოჩა ჭანკვეტაძის შემადგენლობით.

 

საიუბილეო საღამოზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანსამბლის ხელმძღვანელთა ღვაწლს, რომლებმაც ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე უამრავი ნიჭიერი მოცეკვავე აღზარდეს:

 

ელგუჯა ნამიჭიშვილი – სამხატვრო ხელმძღვანელი;

 

მარიამ ჩომახიძე, მარიამ თათეიშვილი და აბესალომ ბარათელი – ქორეოგრაფები.

ანსამბლი „სამტრედია“ ათწლეულებია ემსახურება ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობებისთვის ტრადიციების გადაცემას. საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური პროგრამა, სადაც ანსამბლის აღსაზრდელები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ ოსტატობას.

 

მოვიწვევთ მედიის წარმომადგენლებს საიუბილეო ღონისძიების გასაშუქებლად.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: