2026 წლის 21 ივნისს, ანაკლიასა და ზუგდიდში შპს „GO 2 GEORGIA“-ს ორგანიზებით მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი-კონკურსი „N1“ გაიმართება. (იხილეთ დანართი)
ღონისძიება მიზნად ისახავს კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებას, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენასა და ტურიზმის ხელშეწყობას რეგიონში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან.
წლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიის მაღალპროფესიული შესრულებით წარდგება, რაც ხაზს უსვამს პროფესიული გადამზადების პროგრამის მნიშვნელობასა და ხარისხს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საკონკურსო გამოსვლები, დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც მეგრული სტუმართმოყვარეობისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზს შემოგვთავაზებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
შპს „GO 2 GEORGIA“
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი:
ბ.ჯანაშიას
12, Zugdidi, Georgia, 2100
tilda.ws https://www.youtube.com/@N1ARTFEST · n1festgeorgia
მობ:
557 57 43 77
ელექტროფოსტა:
n1geofest@gmail.com
