თბილისი – ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, მსმენელებს განსაკუთრებული სტუმარი, ასირიული ცეკვის აღიარებული სპეციალისტი, ქალბატონი ლუდმილა ბიტკაში ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონმა ლუდმილამ პროგრამის მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მომავალი ქორეოგრაფებისათვის რეგიონული და მეზობელი კულტურების ქორეოგრაფიული მრავალფეროვნების გაცნობას. მასტერკლასის მსვლელობისას მსმენელები გაეცნენ ასირიული ხალხური ცეკვის სპეციფიკას, ტექნიკასა და იმ ისტორიულ კონტექსტს, რაც ამ უძველეს კულტურას ახასიათებს.
კულტურის ინსტიტუტის პროფესიული გადამზადების პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ ქართული ცეკვის ტექნიკის დახვეწაზე, არამედ ქორეოგრაფთა თვალსაწიერის გაფართოებაზე. მსგავსი მასტერკლასები მსმენელებს ეხმარებათ, უკეთ აღიქვან საერთო კულტურული კავშირები და გაამდიდრონ საკუთარი შემოქმედებითი არსენალი.
ქალბატონი ლუდმილა ბიტკაშის გამოცდილება და პროფესიონალიზმი პროგრამის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი შთაგონების წყარო გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურათა შორის დიალოგისა და პროფესიული ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
