თქვენო უწმინდესობავ,
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი და უღრმესი მილოცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად თქვენს არჩევასთან დაკავშირებით.
დღევანდელი დღე ისტორიულია ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის. გვჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა იქნება საქართველოს სულიერი სიმტკიცის, მშვიდობისა და ერთიანობის განმტკიცების ხანა. თქვენს მხრებზე აღებული ეს მძიმე, თუმცა საპატიო ჯვარი, არის იმ დიდი სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე გამოატარა.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და ღვთის შეწევნას ამ
უმნიშვნელოვანეს მისიაში. მრავალჟამიერ იყოს თქვენი მწყემსმთავრობა
სადიდებლად ეკლესიისა და საკეთილდღეოდ ჩვენი სამშობლოსი.
პატივისცემით,
ააიპ კულტურის ინსტიტუტი ადმინისტრაცია
