ძვირფასო თანამემამულენო,
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი გილოცავთ ღვინის ეროვნულ დღეს!
ღვინო ჩვენი იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია არ არის მხოლოდ მეღვინეობა – ეს არის ჩვენი ხელოვნება, სტუმარმასპინძლობის წესი და ქართული სულის გამოხატულება.
ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ამ დიდებულ ტრადიციას დღესაც ასეთი პატივით ვინარჩუნებთ. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებთ ბარაქას, სიმტკიცეს და მრავალ ჟამიერს!
