ბატონ ელგუჯას სახელი განუყოფელია აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ
„შარატინისა“ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ
„აფხაზეთისგან“. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა, პროფესიონალიზმი და
სცენისადმი თავდადება ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი
ნაწილია.
იგი გახლდათ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ბრწყინვალების ორდენის
კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის დამსახურებული
მსახიობ-მოცეკვავე, მრავალი სახელმწიფო დიპლომისა და სიგელის
მფლობელი.
კულტურის ინსტიტუტი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს,
კოლეგებსა და მთელ ქართულ ქორეოგრაფიულ საზოგადოებას. ბატონი ელგუჯა
ქირიას სახელი და შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული ხელოვნების
ისტორიაში.
ააიპ კულტურის ინსტიტუტი
