16 მაისი, 2026 – დაბა ჟინვალში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ჟინვალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მხარდაჭერა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაა. კონცერტი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და მისი თავმჯდომარის, ბატონ კახაბერ მარკოიშვილის მხარდაჭერით მოეწყო.
საქველმოქმედო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის ქორეოგრაფიულმა კოლექტივებმა და ანსამბლმა „არტ-საქართველო“. აღნიშნული ანსამბლი დაკომპლექტებულია ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ (დირექტორი მურმან გამისონია) ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელებით.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საჭიროებებსა და მიმდებარე სივრცის კეთილმოწყობა-გამწვანებას.
