„კულტურის ინსტიტუტი“ ალექსანდრე ქართველიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ ადმინისტრაცია დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრე ქართველიშვილს.

ბატონი ალექსანდრე გახლავთ „კულტურის ინსტიტუტის“ საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების კურსის“ მთავარი ქორეოგრაფი და კონსულტანტი. ინსტიტუტის გუნდი მას უდიდეს მადლობას უხდის იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს პროგრამის განვითარებასა და ახალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში.

„კულტურის ინსტიტუტის“ ადმინისტრაცია ალექსანდრე ქართველიშვილს უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ახალ შემოქმედებით მწვერვალებს ქართული ქორეოგრაფიის საკეთილდღეოდ.