ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტი“ და პირადად ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი მურმან გამისონია, ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ორგანიზატორის, მხარდამჭერისა და მონაწილის მიმართ, რომელთა ძალისხმევითა და ორგანიზებით დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ოჯახი არის ჩვენი საზოგადოების, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის უმთავრესი საყრდენი. მსგავსი ღონისძიებები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ეროვნული იდენტობის, ტრადიციული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში, რაც ჩვენი ინსტიტუტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მისიასაც წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თითოეულ ორგანიზატორს ამ უმნიშვნელოვანესი დღის ასეთი მაღალი პასუხისმგებლობითა და ღირსეულად ჩატარებისთვის.
პატივისცემით,
მურმან გამისონია
ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ დირექტორი
