მოგესალმებით, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ კოლექტივს, მსმენელებსა და სრულიად საზოგადოებას.
ჩვენს პროგრამის მსმენელს, უაღრესად პატივსაცემ კოლეგას, ქართული ქორეოგრაფიის გამორჩეულ წარმომადგენელსა და ვანო წიკლაურის სახელობის სახალხო ანსამბლი „ხერთვისის“ ხელმძღვანელს, ბატონ ლადო წიკლაურს, სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. სამწუხაროდ, აღნიშნული ოპერაციის ჩატარება საქართველოში ტექნიკურად შეუძლებელია.
ოჯახმა ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრში გადააგზავნა, საიდანაც ამ უმძიმეს და რთულ კლინიკურ შემთხვევაზე მხოლოდ გერმანიის 3 საუნივერსიტეტო კლინიკა დათანხმდა. ოპერაციისა და მკურნალობის სრული ღირებულება შეადგენს 80 000 ევროს.
ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომლის დამოუკიდებლად მობილიზების საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. ყოველი საათი და დღე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე, ერთიანობა და გვერდში დგომა ყველაზე დიდი ძალაა!
თითოეულ ჩვენგანს — კოლეგებს, მეგობრებს, სტუდენტებს, თუნდაც მცირე კონტრიბუციით ან უბრალოდ ამ პოსტის გაზიარებით, შეუძლია უდიდესი წვლილი შეიტანოს ბატონი ლადოს გადარჩენაში. ქორეოგრაფიულო სამყარო, ახლა ჩვენი ერთად დგომის დროა!
