"Art-Georgia" — Partnership with Business to Support Georgian Culture /„არტ-საქართველო“ — ბიზნესთან პარტნიორობა ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის

()იპ კულტურის ინსტიტუტთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელთა ანსამბლი არტ-საქართველო საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და კულტურის მხარდამჭერ ადამიანებს თანამშრომლობისა და თანადგომისკენ მოუწოდებს.

არტ-საქართველო ახალგაზრდა, ნიჭიერი და მიზანდასახული შემსრულებლებისგან შემდგარი ანსამბლია, რომლის მთავარი მისია ქართული ხალხური ცეკვის უნიკალური ტრადიციების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა არის. ანსამბლის თითოეული წევრი პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ეუფლება ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას, სცენურ კულტურას, რეპეტიტორის პრაქტიკულ საქმიანობასა და ეროვნულ შემოქმედებით ფასეულობებს.

ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში, ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ხელოვნებას და ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და პროფესიული განვითარების საშუალება ეძლევათ.

დღეს არტ-საქართველო განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება და საჭიროებს მხარდამჭერებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ:

ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციას;
ახალგაზრდა ხელოვანების პროფესიულ ზრდას;
სასცენო კოსტიუმებისა და ინვენტარის განახლებას;
საერთაშორისო ფესტივალებსა და პროექტებში მონაწილეობას;
ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიოს წინაშე.

ანსამბლი მზად არის ითანამშრომლოს სპონსორებთან, ქველმოქმედებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.

თქვენი თანადგომა მხოლოდ ერთი ანსამბლის მხარდაჭერა არ არის ეს არის წვლილი ქართული კულტურის, ეროვნული ტრადიციებისა და მომავალი თაობის განვითარებაში.

არტ-საქართველო სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ქართული ხელოვნების კიდევ უფრო გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ღირსეულად წარმოჩენა.

თქვენი დახმარება არ იქნება უბრალოდ ფინანსური — ეს იქნება ინვესტიცია ჩვენი ეროვნული სულის, ახალგაზრდობის ოცნებებისა და ქართული კულტურის მომავალში.

 

მსურველები დაგვიკავშირდით :

მისამართი: ცოტნე დადიანის #26 (არტ-ჰოლი)

ელ-ფოსტა: info.instituteofculture@gmail.com

Facebook: კულტურის ინსტიტუტი

ტელეფონი: 235-48-41

მობილური: 593 14-83-26 | 599 55-69-28

მოხარულები ვიქნებით პირადად შეგხვდეთ და გაგიზიაროთ ჩვენი ოცნებები და გეგმები.

ერთად გავაცოცხლოთ და გავაერთიანოთ ქართული ცეკვის სული! ❤️

  ____________________________________________________________________________________________________________
"Art-Georgia" — Partnership with Business to Support Georgian Culture

ning program for Choreographer-Repetiteur of Georgian Folk Dance at the Cultural Institute, calls upon the public, the business sector, and supporters of culture to join in partnership and solidarity.

“Art-Sakartvelo” is an ensemble composed of young, talented, and dedicated performers. Its primary mission is to preserve, develop, and pass on the unique traditions of Georgian folk dance to future generations. Each member of the ensemble is trained within the framework of a professional retraining program, acquiring expertise in Georgian choreographic art, stage performance culture, practical rehearsal methodology, and national creative values.

The ensemble actively participates in cultural events and festivals, proudly representing Georgian art and creating a space where young people are given the opportunity for self-realization and professional growth.

Today, “Art-Sakartvelo” is at a significant stage of development and is seeking supporters who will contribute to:

• the promotion of Georgian folk dance;
• the professional development of young artists;
• the renewal of stage costumes and equipment;
• participation in international festivals and projects;
• the dignified representation of Georgian culture worldwide.

The ensemble is open to cooperation with sponsors, philanthropists, companies, and organizations that value support for culture, education, and youth initiatives.

Your support is not only assistance to a single ensemble — it is an investment in Georgian culture, national traditions, and the development of future generations.

“Art-Sakartvelo” believes that through joint efforts, Georgian performing arts can be further strengthened and presented with dignity on the international stage.