ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტისა და
პირადად ჩემი სახელით, გვსურს უღრმესი მადლიერება გამოვხატოთ თქვენ
მიმართ ფესტივალ-კონკურსის — „ქართული 2026“ — მაღალ დონეზე
ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობას
იღებდა ჩვენი ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის
ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ მსმენელთა
ანსამბლი „არტ-საქართველო“. ჩვენი კოლექტივისთვის უდიდესი პატივი და
აღიარებაა ფესტივალზე თქვენი სპეციალური პრიზის მოპოვება, რისთვისაც
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით.
ეს ჯილდო ანსამბლის შემოქმედებითი
და ადმინისტრაციული ჯგუფის — ხარისხის მართვის ხელმძღვანელის, მაია
ჩოკოშვილის, სამხატვრო ხელმძღვანელის, დიანა ქოქაშვილის, მთავარი
ქორეოგრაფ-პედაგოგის, ალექსანდრე ქართველიშვილის, და კლასის
პედაგოგების, ტატიანა ნიკაბაძისა და სალომე ცინდელიანის დაუღალავი
შრომის უმაღლესი შეფასებაა. მიღებული პრიზი უდიდესი სტიმულია ჩვენი
მსმენელებისა და მთელი გუნდისთვის.
ამამად შეიძლება ითქვს, რომ ეს ღონისძიება თავისი უმაღლესი ორგანიზაციული კულტურითა და გამართული ინფრასტრუქტურით ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ პროექტებს შორის. ცალკე აღნიშვნის ღირსია კომპეტენტური და მაღალი დონის ჟიურის წევრების შერჩევა, რამაც კონკურსს დამატებითი პრესტიჟი და ობიექტურობა შესძინა.

თქვენმა პირადმა ჩართულობამ
განაპირობა ის, რომ ფესტივალი იქცა ნამდვილ დღესასწაულად. მსგავსი
მასშტაბური პროექტების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი კულტურული
მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პროფესიონალი კადრების
მხარდაჭერისთვის.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას
ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრებისა და
ჩვენი ანსამბლის ასეთი მაღალი შეფასებისთვის.
პატივისცემით,
მურმან გამისონია
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის
დირექტორი
თარიღი: 21 ივნისი, 2026
წელი