დღეს, 16 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ოფისში ქორეოგრაფიული ორგანიზაციებისა და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ერთად ემსჯელათ ქართული ქორეოგრაფიის მომავალსა და განვითარების ერთიან კონცეფციაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რაც დღეს ქორეოგრაფებს, მშობლებსა და მოცეკვავეებს აწუხებთ:
· ქორეოგრაფთა სტატუსი და აღიარება: განიხილეს მოქმედ ქორეოგრაფთა ერთიანი რეესტრის შექმნისა და იმ გამოცდილი პრაქტიკოსი კადრების სერტიფიცირების საკითხი, რომლებსაც წლების შრომა აქვთ ჩადებული ამ საქმეში, თუმცა ფორმალური დიპლომი არ გააჩნიათ.
· ხარისხიანი სწავლება და ბავშვების უსაფრთხოება: იმსჯელეს პედაგოგთა გადამზადების აუცილებლობაზე (მათ შორის ბავშვთა ანატომიის, სასცენო რეჟისურისა და კოსტიუმის ავთენტურობის მიმართულებით) და საბავშვო-ახალგაზრდული ანსამბლების ერთიანი სტანდარტიზაციის იდეაზე.
· საავტორო უფლებები, მემკვიდრეობა და ფესტივალები: მონაწილეებმა ისაუბრეს ფესტივალების გამჭვირვალე შეფასებაზე, ქართული ტრადიციული ცეკვის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პლაგიატთან ბრძოლის გზებზე.
შეხვედრამ საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მთავარი სათქმელი კი ერთია — ქართული ცეკვის განვითარებას მხოლოდ ენთუზიაზმი აღარ ჰყოფნის, საჭიროა ერთიანი ძალებით სწორი სისტემის აწყობა, რომელიც დაიცავს ქორეოგრაფსაც, მოსწავლესაც და თავად ქართულ ტრადიციასაც.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ:
· კახაბერ მარკოიშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე
· იური ტორაძე — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე
· გოჩა გრძელიშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე
· უჩა ეზიეშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე
· ალეკო გელაშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი
· ზურაბ ბენდიანიშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პროგრამებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი
· ანზორ გვარამაძე, თენგიზ სუხაშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მრჩეველთა საბჭოს წევრები
· დავით კალანდაძე, ლაშა მსხვილიძე — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრები
· მიხეილ ჯიდალიშვილი — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
· მარინე ტატულაშვილი, გია ჭულუხაძე — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები
· ბაჩო მამუკაშვილი, ბექა ჯაბახიძე — საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეები
· მურმან გამისონია — ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ „არტ-ფოლკისა“ და „კულტურის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი
· დავით გაგოშიძე — ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი
· თეიმურაზ ტატიშვილი — ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის ხელმძღვანელი
· მამუკა ცერცვაძე — „ქორეოგრაფთა გილდიის“ ხელმძღვანელი
· ბესიკ ჩუბინიძე — ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ხელმძღვანელი
· მარიამ ოდიშარია — „მეჯიქ გრუფ არტფესტის“ ხელმძღვანელი (წარმომადგენლები: მარიამ კოტეტიშვილი, თინათინ ცერელიძე)
· ნელი მჟავანაძე — „ენ სტუდია კომპანის“ ხელმძღვანელი
· არმი მაკედოსიანი — საფესტივალო მიმართულების ორგანიზატორი
· გიორგი სარალიძე — Adati.ge-ს დამფუძნებელი
· ირაკლი კირკიტაძე — Classatlas-ის დამფუძნებელი (წარმომადგენელი: თორნიკე კვალიაშვილი)
