ამა წლის 15- 19 მარტს, ქ. ბათუმში, საქართველოს ქორეოგრაფთა
კავშირისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება
ტრადიციადქცეული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
“ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა“
კონფერენციის მიზანი:
სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კულტურული
ურთიერთობების განვითარების პროცესის ახალ ეტაპზე გადაყვანას,
კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების
გაფართოებასა და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა
გადაჭრას.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ
გამოცდილი მკვლევარ-მეცნიერები, ახალგაზრდა სპეციალისტები, პრაქტიკოსი
ქორეოგრაფები, ექსპერტები, სტუდენტები, ჰუმანიტარული და
სოციალურ-პოლიტიკური დარგის სპეციალისტები.
მხარდამჭერი ორგანიზაციები:
UNESCO International Dance Council (CID); ფოლკლორული ფესტივალების
ევროპული ასოციაცია-EAFF; ააიპ კულტურის ინსტიტუტი; კულტურისა და
ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“
რედაქცია.ვეტერან ქორეოგრაფთა საქველმოქმედო, ქართული ქორეოგრაფიის
ეროვნულ ცენტრს, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი,,არსიანი“.
ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. 26
ტელ-ფაქსი +99532 354841
Mob: 593148326; 599587809; 599907565;
E-mail: choreographers_union@mail.ru; qor.union@gmail.com.
Facebook- საქართველოს ქორეოგრაფია; www.qor.ge www.artfolk.ge