მიმდინარე წლის 24 თებერვალს 14 სთ-ზე, გულრიფშის ქ. #7 საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის, ქართული ქორეოგრაფიული ეროვნული ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იხსნება„სუხიშვილების“ ლეგენდარული ანსამბლის ბრწყინვალე მოცეკვავე-სოლისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის , „ღირსების“ ორდენის კავალერის, სასიქადულო მამულიშვილისა და ღირსეული პიროვნების ჯანო ჯანიაშვილის მემორიალური დაფა.