24 თებერვალს გულრიფშის ქ. # 7 საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის, ქართული ქორეოგრაფიული ეროვნული ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა „სუხიშვილების“ ლეგენდარული ანსამბლის ბრწყინვალე მოცეკვავე-სოლისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, „ღირსების“ ორდენის კავალერის, სასიქადულო მამულიშვილისა და ღირსეული პიროვნების ჯანო ჯანიაშვილის მემორიალური დაფა.