საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი დააჭარის ა. რ.
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2019 წლის 15-19
მარტს ქ. ბათუმში ატარებს უკვე ტრადიციად ქცეულ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქორეოგრაფიული
ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა“.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო
საბჭოს, ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია EAFF-ის,
ასევე მეზობელი და ევროპული სახელმწიფოების კულტურის
სამინისტროთა წამყვანი სპეციალისტები, საელჩოები და
შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები.
სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კულტურული
ურთიერთობების განვითარების პროცესის ახალ ეტაპზე გადაყვანას,
კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების
გაფართოებასა და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა
გადაჭრას.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ
გამოცდილი მკვლევარ-მეცნიერები, ახალგაზრდა სპეციალისტები, პრაქტიკოსი
ქორეოგრაფები, ექსპერტები, სტუდენტები, ჰუმანიტარული და
სოციალურ-პოლიტიკური დარგის სპეციალისტები.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვებიან აჭარისა და
საქართველოს ცალკეული კუთხეების წარჩინებული სახელმწიფო, მუნიციპალური
და საბავშვო ანსამბლების ხელმძღვანელები.
კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია მთელი რიგი
კულტურული ღონისძიებები.
ჩვენთვის დიდი პატივი იქნებოდა თქვენი და თქვენი
გუნდის დასწრება აღნიშნულ ღონისძიებაზე, იმ
შემთხვევაში თუკი მიზეზთა გამო ვერ შესძლებთ ბათუმში
ჩამობრძანებას, ჩვენ მზად ვართ თქვენთვის ხელსაყრელ
დროს, ჩვენს სტუმრებთან ერთად, გეწვიოთ ადგილზე და
შემოგთავაზოთ თქვენი ფორმატის ფარგლებში ქართული
ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ხალხური სიმღერების
ანსამბლის გამოსვლა.