მიმდინარე წლის 31 მარტს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის
ორგანიზებით, მცხეთის კულტურის ცენტრში ჩატარდა ქორეოგრაფიული
ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე
საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის
გაზეთი „საქართველოს ქორეოგრაფია“, ხელოვნებისა და კულტურის
განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, კულტურის ინსტიტუტი, ქართული
ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო
საქველმოქმედო ფონდი.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებდა TV 12 თბილისის
ბიურო, ხოლო პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირის ფეისბუქ-პორტალზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 25-მდე ქორეოგრაფიული კოლექტივი 1500
ბავშვის შემადგენლობით.
ფესტივალი ორ განყოფილებად ჩატარდა, მონაწილე ანსამბლებს გადაეცათ
სპეციალური საფესტივალო დიპლომები. დამსწრე საზოგადოებას,
მოცეკვავეებსა და მათ ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართა და მადლობა
გადაუხადა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ,
კახაბერ მარკოიშვილმა.
ზემოთ აღნიშნულმა ფესტივალმა საზეიმო და ამავდროულად
მაღალშემოქმედებით ატმოსფეროში ჩაიარა.