მოგესალმებით კონფერენციის მონაწილეებს, ჩამობრძანებულ
სტუმრებს, მასპინძლებს. მადლობას მოგახსენებეთ გულთბილი
მასპინძლობისათვის და კონფერენციის ჩატარების მაღალი დონის
ორგანიზებისათვის.
საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირმა კარგ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რაც
მისასალმებელი და ფრიად საჭირო საქმეა. ამისთვის დიდი მადლობა მათ.
კარგი იქნება ამ პათოსს, ტრადიციას თუ გაიზიარებენ
ჩვენი სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათთანაც
ჩატარდება ანალოგიური ღონისძიებები, რაც
განავითარებს ურთიერთობებს, კოლეგიალობას და პროფესიონალურ
მსჯელობებს მეცნიერულ დონეზე.
ჩემი
წლოვანებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა
შევეხო ერთ მეტად ფაქიზ, მაგრამ მტკივნეულ საკითხს: თუ ჩვენ ვსაუბრობთ
ცეკვის ავთენტურობაზე, მისი პირვანდელი ხალხური
წარმომავლობის დაცვაზე, არ შეიძლება არ შევეხოთ
რიგი ქართული ანსამბლების მიერ წარმოდგენილ
ქორეოგრაფიულ ნიმუშებში სხვადასხვა
ქორეოგრაფიული მიმდინარეობების თუ ჟანრთა აღრევას, რაც
მიუღებელია და ასეთი უგულო არაპროფესიონალური
მიდგომებით ძალზე დაზარალდება ის ხალხური უნიკალური
საცეკვაო ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. შემიძლია
უამრავი მაგალითი მოვიყვანო არა მარტო ქართული სინამდვილიდან, არამედ
რიგი უცხოური კოლექტივების მიერ შესრულებული
ქორეოგრაფიული ნიმუშებიდან.
აი, ამ საკითხს უნდა დაუთმოთ დიდი ყურადღება,
რამეთუ ასეთი მიდგომა საგანგაშოა და ის უარყოფით
ზეგავლენას მოახდენს ხალხური ავთენტური საცეკვაო ნიმუშების
დაცვა-შენახვაზე.
ამ საკითხის მოგვარება არც ისე ადვილია, რამეთუ მსოფლიო
პოლიტიკის გლობლიზაციამ ხელი შეუწყო არამარტო სხვადასხვა
ერთა დაახლოებას და გლობალური მიგრაციას, არამედ მოხდა
ხალხთა კულტურული მონაპოვრების შერწყმა, აღრევა,
რაც ცუდად იმოქმედებს სხვადასხვა ერების ავთენტურ
საცეკვაო ნი,უშებზე.
ეს გახლავთ პირადად ჩემი აზრი და სიმოვნებით მივიღებ
მონაწილეობას ამ საკითხთან დაკავშირებით პოლემიკა-დისკუსიებში.
ტორაძე იური
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე,
ხელოვნებათმცოდნე. პროფესორი, „ღირსების“ ორდენის
კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის „რაინდის“ ორდენის
მფლობელი;