2019 წლის 21 ივლისიდან იწყება კურსებზე რეგისტრაცია

კულტურის ინსტიტუტი  2019 წლის 21 ივლისიდან იწყებს ქორეოგრაფ-რეპეტიტორთა მომზადებისა და გადამზადების ერთწლიან და ორწლიან კურსს. ჯგუფში, გასაუბრების გზით, ჩაირიცხებიან 9 და 12 კლასდამთავრებულები. მსურველებს უნდა ჰონდეთ სხვადასხვა საბავშვო, ახალგაზრდულ, სამოყვარულო ან კიდევ პროფესიულ ანსამბლებში მუშაობის (ცეკვის) პრაქტიკული გამოცდილება.

სწავლებას აქვს დასწრებულ-დაუსწრებელი ფორმა. წლის განმავლობაში მსმენელებს წაეკითხებათ თეორიული ლექციები და ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები. ამის შემდეგ ისინი მიიღებენ ინდივიდუალურ დავალებებს, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე შეამოწმებს პროფესიონალ-ქორეოგრაფთა სპეციალური ჯგუფი.
ინსტიტუტის მსმენელებს ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობას ჩაუტარებენ ქორეოგრაფიული ხელოვნების ცნობილი ოსტატები, პედაგოგიკისა და ქორეოლოგიის აღიარებული სპეციალისტები.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სპეციალურ სერთიფიკატს (დიპლომს) ქორეოგრაფ-რეპეტიტორის კვალიფიკაციის მითითებით ასევ გაიცემა UNESCO CID სერტიფიკატი.
ინსტიტუტში სწავლა ფასიანია. სწავლის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 1500 ლარს. თანხის გადახდა შესძლებელია ეტაპობრივად.
ქორეოგრაფ-რეპეტიტორთა მომზადებისა და გადამზადების ერთწლიან კურსის აუცილებლად
წარსადგენი დოკუმენტების სია
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. 2-ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
3. განათლების ცენზის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ცნობა დღევანდელი სამუშაო ადგილიდან (რომელ ანსამბლში მუშაობს ან ცეკვავს); (მე-4 პუნქტი არ ეხება პირებს, რომლებიც დღეისათვის არანაირ საჯმიანობას არ ეწევიან);
5. განცხადება (სპეციალური ფორმა ივსება ადგილზე

საკონქტაქტო ინფორმაცია: თბილისი ცოტნე დადიანის ქ. #26
მობ: 593148326; 599556928;
ტელ-Fax: (+995 32) 354841;
 www.artfolk.ge
E-mail: info@artfolk.ge.  qor.union@gmail.com. murman_gtu@mail;