აჭარის რეგიონში მიმდინარეობს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა
2019 წლის პროგრამის -„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
და პოპულარიზაცია“ ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით აჭარის
რეგიონში მიმდინარეობს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული
ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობენ აჭარის ა.რ. მოქმედი
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურის
ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები
და შემსრულებლები. ოლიმპიადის პირველი ეტაპის პარალელურად, 15
აპრილიდან, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსა და საქართველოს ქოროგრაფთა კავშირის ორგანიზებით, ამავე
რეგიონში ჩატარდება სანიმუშო საბავშვო და ახალგაზრდული სახალხო
ქორეოგრაფიული ანსამბლების სერთიფიცირება-ბრენდირების I ეტაპი.