„ჩელას“ იუბილეზე ქორეოგრაფ ძმებს ვარსკვლავი გაუხსნეს

ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრ „ოდიშში“ კონცერტი გაიმართა, რომელშიც „ჩელას“ ძველი და ახალი თაობა, ასევე, ანსამბლი „ოდოია“ და საბავშვო ანსამბლები მონაწილეობდნენ.
„ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გავაერთიანეთ. სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდნენ სამი ძმა, თამაზ, ლერი და ჯემალ მოსიები, რომელიც სუხიშვილების ოქროს თაობაა. ამიტომ, იუბილესთან ერთად, დღეს ვხსნით მათი სახელობის ვარსკვლავს“, - გვითხრა ცენტრის დირექტორმა მანუჩარ სამუშიამ.
კონცერტის დასრულების შემდეგ ძმები მოსიების სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
„ახლა ჩემი ძმები ალბათ ზემოდან დაგვყურებენ და ხარობენ, რომ დამაფასეს და ვარსკვლავი გამიხსნეს. მადლობელი ვარ ყველასი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მოღვაწეობას უქმად არ ჩაუვლია“, - გვითხრა თამაზ მოსიამ.
ღონისძებას გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რეგიონიდან ჩამოსული ქორეოგრაფები ესწრებოდნენ