
29 აპრილს მთელი მსოფლიო ცეკვის
საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღესასწაული 1982 წლის 29 აპრილს,
იუნესკოს ინიციატივით დააწესეს. დღესასწაულის მთავარი მიზანია
გააერთიანოს ცეკვების ყველა სახეობა და ამ გზით ცეკვის საერთაშორისო
დღეს უერთდება საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, რომლის ორგანიზებით
ტარდება საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID),
ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია - EAFF, კულტურისა და
ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, კულტურის ინსტიტუტი,
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული ჟურნალი „საქართველოს
ქორეოგრაფია“ და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ქართულ
კოლექტივებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობენ ყატარიდან, ინდოეთიდან,
ისრაელიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული ფოლკლორულ ანსამბლები.
ღონისძიებები გაიმართება ორ ეტაპად - მცხეთის კულტურის ცენტრსა და
პროფკავშირების კულტურის სასახლეში. ფესტივალის ფაგლებში დაგეგმილია
თემატური გამოფენა-პრეზენტაციები, შეხვედრები და ექსკურსები თბილისსა
და მის შემოგარენში.
ზემოაღნიშნული ფესტივალის მიზანია,
ფოლკლორული ხელოვნების განვიტარება, მსოფლიოს და ქართული ფოლკლორული
კულტურის პოპულარიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანთა შორის
კონტაქტების გაღრმავება.