გამოჩენილ ქორეოგრაფს თემურ ბიბილეიშვილს 80 წელი უსრულდება

ქართული ცეკვა ჩემი ცხოვრების აზრია
ამ ახლო დღეებში, გამოჩენილ ქორეოგრაფს თემურ ბიბილეიშვილს 80 წელი უსრულდება. იგი ეროვნული ტერფსიქორეს ერთ-ერთი შეუდარებელ ფალავანია საქართველოში.
1939 წლის 1მაისს მოევლინა ჩვენს ქვეყანას, დაუღალავად იღვწის, პოულობს კიდეც საუცხოო საცეკვაოებს. ასე რომ ვამბობ, ხატოვანი გამონათქვამი გვახსენებს თავს: „ რა არის კაცის ცხოვრება, თუ არა საქმე კეთილი.“
მართლაც კეთილი საქმით, ღირსეული შემოქმედებითი ბიოგრაფიით მივიდა თავის ასაკთან, რისთვისაც არაერთი მედალი, ორდენი, საზოგადოებრივი პრიზები გადაეცა. ვიტყვი იმასაც, რომ გულმხურვალედ მოუქროლდა საიუბილეო რვა ათეული წელი, მადლიანად გაიფურჩქნა მისი ყოველი სათქმელ-საფიქრალი. თითქმის ყველას შთააგონა: “ქორეოგრაფია ჩემი ცხოვრების აზრია.“
სწორედ ასეა, თითქოს სამუდამოდ დაიგულა სანუკვარი მოწოდება:“კაცმან უნდა თავისი საქმე ყველა ღვთითა მოივარგოს.“
დიახ, დაიბადა აზრი, დაიწერა ღამეუთევი წიგნი, რომელიც ზღვაურად შთაგონებულია და მომნუსხველი. წიგნის სახელწოდებაა: „დიდება შენს სახელს თემურ!..“ ხოლო ავტორია, წარსულში „ სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტი, ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი გივი სიხარულიძე, რომლის უმთავრესი მიზანია გააცნოს მკითხველს დიდი ხელოვანის ჩანაფიქრი, ადამიანური ცხოვრების ღირსება.
ისიიც ითქმის, რომ ქართველებს დღემდე შემოგვინახავს ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელნიც იმსახურებენს დადებით შეფასებას. ასეთ კაცთა მიმართ დაუფარავად წერდა ქართული ლიტერატურის კრიტიკოსი კიტა აბაშიძე:“ ვინც მშვენიერ ნაწარმოებს ცუდ აზრს მოუნახავს, თვითაა გაფუჭებული და დამოკიდებული ყოველგვარ მიმზიდველობას.“
ყოველივე ამას ვწერ იმის გამო, რომ საქართველოს თეიმურაზ ბიბილეიშვილის სახით ჰყავს იმდმომცემი ნოვატორი შემოქემედი, ქორეოგრაფი, რომლის დევიზია ფოლკლორის აღორძინება. თავისი სასიკეთო შემოქედების ერთ-ერთი ნაყოფია ახალგაზრდულ ანსამბლ „ხორუმის“ ჩამოყალიბება. ეს პროფესიონალური ანსამბლი უყვარს მაყურებელს, პატივს სცემენ მის უტყუარ ნიჭიერებას. ერთი სიტყვით, ანსამბლი „ხორუმი“ ეპოქალურ მოვლენად მიიჩნევა.
აღსანიშნავია თემურ ბიბილეიშვილის მღვაწეობა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, სადაც დირექტორად იმუშავა და არაერთი საინტერესო საცეკვაო კომპოზიცია დაამუშავა, მოიკვლია ეთნოგრაფიული მასალები.
პრიფესიონალურ ანსამბლს შემატა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიული ქმნილებანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ნოვატორულად დამუშავებული ქორეოგრაფიული პოემა „საგანძური“. ახლებური სახითაა წარმოჩენილი აჭარული სუიტა, სიმღერასთან ერთად აკინძული ფერხული-ფარცათი.
დავასკვენით, რომ იქ სადაც გული გულობას, განუზომელი სწრაფვაა მიუღწეველის მიღწევამდე, სადაც ფრთაშესხმული ნიჭიერებაა, არ აყოვნებს სიმშვენე და ბრწყინვალება. ჰოდა, ამ მრავალფერად კომპოზიციას დავარქმევდი „ცეკვაში ამღერებულ საქართველოს.“
მიმაჩნია, რომ ანსამბლ „ხორუმის“ მხატვრული სახიერების მაგალითზე დაიბადა გივი სიხარულიძის პოეტური კრიალოსანი, რომლის ერთ-ერთი მოელვარე ნაწილი ასეთია: “არწივი რომ ზეცას ხაზავს ვნებააშლილი, იმას მაგონებს ვაჟკაცისგან ხელი გაშლილი, რა ილეთები, ტანის რხევა, ჩახვეული, გადანასკვული, ქართული ცეკვა მჩქეფარე, როგორც ალადასტური“... ალადასტურივით მჩქეფარეა თემურ ბიბილეიშვილის საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნება.
საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის „რაინდი,“ საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, ბათუმის საპატიო მოქალაქე-თემურ ბიბილეიშვილი, რომლის ნოვატორულ შემოქმედებაზე ბევრი შთამბეჭდავი სიტყვა ითქმება, თავად თამამად იტყვის: “ქორეოგრაფია ჩემი ცხოვრების აზრია, მე სხვა არაფერი უნდა მეკეთებინა, ყველაფერს გვერდი ავუარე და მთელი ჩემი ცხოვრება მას მივუძღვენი.“
უდაოდ სანაქებო სიტყვებია, მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივია ქართული ქორეოგრაფიის ღრმად მცოდნე მოღვაწეთა სიტყვა-თქმანი. ერთ-ერთი მათგანი მაინც საქართველოს ისტორიის, ქართული ცეკვის მეხოტბე კაცის, ვლადიმერ ზარაცკის შეფასებაა: „ნათელი წარმოდგენა დაგვიტოვა „ხორუმმა“. ეს ანსამბლი მთელი საქართველოს ცეკვის ანსამბლია. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული, ეთნიკური, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის, მისი ძველი წარსულის სიღრმიდან ამოღებული, ეგვიპტის მთელი სიბრძნეების კარგად შემონახული და ჩვენამდე მოღწეული.


რეზო ჭანიშვილი, საქართველოს ხლოვნების დამსხურებული მოღვაწე, პროფესორი: თემურ ბიბილეიშვილმა, ერთი შეხედვით, თითქოს გვიან მოჰკიდა ხელი ბავშვობიდანვე მისთვის საყვარელ საქმეს, თუმცა ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია შემოქმედებითი წარმატებებისათვის მიეღწია... მისმა ნიჭიერებამ, ორიგინალურმა ხელწერამ და პროფესიული, თვითსრულყოფისკენ სწარფვის უნარმა კიდევ უფრო მასშტაბურად იჩინა ტავი, როდესაც იგი სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო ანსამბლს და მიუბრუნდა საბავშვო ქორეოგრაფიას. მან უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული ქორეოგრაფიის განვითარებაში.

ბასიკ სვანიძე- საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი, ანსამბლ „გორდას“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
მე როგორც ქორეოგრაფმა და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანმა, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ბატონი თემურის შემოქმედებით საქმიანობას მუდამ თან სდევს არჩეული პროფესიისადმი გასაოცარი ერთგულება, საქმის საფუძვლიანი ცოდნა და სიახლეებისადმი სწრაფვის დაუოკებელი სურვილი. იგი საოცრად მოუსვენარი კაცია, არ იცის რა არის დაღლა და ნახევარი გულით მუშაობა. ვერც თვითონ ისვენებს და არც სხვას ასვენებს. წამოწყებულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებს, უსათუოდ მიიყვანს ბოლომდე და თანაც ისე, რომ მის გაკეთებულს წუნი ძნელად რომ ვინმემ დასდოს...

თენგიზ უთმელიძე საქართველოს სახალხო არტისტი:

თემურ ბიბილეიშვილის შემოქმედება ღრმად ეროვნულია და მთლიანად ქართულ ფოლკლორზეა დაყრდნობილი. მის მიერ დადგმულ ცეკვებში ხაზგასმულია საცეკვაო კომპოზიციების მრავალფეროვნება, საინტერესო მუსიკალური თანხლება, შესრულების მაღალი კულტურა და დახვეწილი ესთეტიკური გემოვნება...

თენგიზ მაისურაძე- პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მადლობა ღმერთს, რომ გვყავს თემურ ბიბილეიშვილი, დიდი ქართველი ქორეოგრაფი, პატიოსანი მოქალაქე, ერის სიყვარულით აღასავსე კაცი, საცეკვაო ფოლკლორის დამამშვენებელი და მისი სიწმინდის ერთგული პიროვნება-ხელოვანი...

ფრიდონ სილაბერიძე, საქართველოს სახალხო არტისტი:
-ძმაო თემურ, მე, შენს მეგობარს, ძალიან მიხარია, რომ ფარ-ხმალი ვერ დაგაყრევინეს. ისევ ძველი შემართებით აგრძელებ ქართული ფენომენის მსახურებას. ხარ ლომი და პატარა ბოკვერებს უზრდი საქართველოს. გისურვებ გამარჯვებებს ამ ულამაზესი ბავშვების გამოძერწვას, რომ მერე, როგორც წინათ, მთელის საქართველო გაახარო შენი სრულყოფილი და მაღალი შემოქმედებით...
ზაურ ლაზიშვილი
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის
მოადგილე, აჭარის დამსახურებული არტისტი,
ბათუმის საპატიო მოქალაქე,