
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის
ორგანიზებით 25-29 აპრილს ტარდება საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი
„გაზაფხულის რიტმები 2019“, რომლის ფარგლებშიც 26 აპრილს 12:00 საათზე
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიხსნება
ქართველი და უცხოელი ბავშვების ფერწერული ნახატების გამოფენა.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID),
ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია - EAFF, კულტურისა და
ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, კულტურის ინსტიტუტი,
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული ჟურნალი „საქართველოს
ქორეოგრაფია“ და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი.