მიმდინარე
წლის
26 აპრილს, 17:00 საათზე,
საქართველოს
ქორეოგრაფთა
კავშირის
ორგანიზებით,
მცხეთის
კულტურის
ცენტრში
ჩატარდა
საერთაშორისო
ფესტივალ
“გაზაფხულის
რიტმების“ პირველი საფესტივალო კონცერტი, რომელშიც ქართულ
ანსამბლებთან ერთად, ისრაელიდან, ყატარიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან და
სომხეთიდან ჩამოსული მოცეკვავეები და ვოკალურ-ინსტრუმენტული
ანსამბლები მონაწილეობდნენ. ცენტრის ფოიეში, ინდოეთის „ტაალ“ ჯგუფის
ორგანიზებით, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა.
დამსწრე საზოგადოებას, რომელიც
მოხიბლული დარჩა მონაწილეების მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით,
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორი, პროფესორი რეზო ჭანიშვილი მიესალმა. ღონისძიების დასასრულს,
საზოგადოებას, კოლექტივსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა
კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ
მარკოიშვილმა.
საერთაშორისო ფესტივალის პირველმა დღემ მაღალშემოქმედებით ატმოსფეროში
ჩაიარა.
ღონისძიების
მხარდამჭერები
იყვნენ:
საქართველოს
ქორეოგრაფთა
კავშირის
ჟურნალი
„საქართველოს
ქორეოგრაფია“,
ხელოვნებისა
და
კულტურის
განვითარების
კავშირი
„არტ-ფოლკი“,
კულტურის
ინსტიტუტი,
ქართული
ქორეოგრაფიის
ეროვნული
ცენტრი
და
ვეტერან
ქორეოგრაფთა
საერთაშორისო
საქველმოქმედო
ფონდი.
ფესტივალის
საინფორმაციო
მხარდაჭერას
ახორციელებდა
TV 12
თბილისის
ბიურო.