2019 წლის
27 აპრილს,
საქართველოს
ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით,
თბილისში,
პროფკავშირების
კულტურის ცენტრში,
საერთაშორისო ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები 2019-ის “ მეორე
საფესტივალო კონცერტი
ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულმა ჯფუფებმა მიიღეს.
საზოგადოებას საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე
რეზო ჭანიშვილი,
თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილი და პასუხისმგებელი
მდივანი, „არტ-ფოლკის“ დირექტორი მურმან გამისონია
მიესალმნენ. მონაწილეებმა წარმოადგინეს
ტრადიციული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიების დასასრულს, თითოეული მონაწილე გრანდიოზული
ფოიერვერკის ფონზე, ლაურეატთა დიპლომებით,
ზემოთ
აღნიშნული ფესტივალისთვის გამოცემული ჟურნალ „საქართველოს
ქორეოგრაფიის“ ახალი ნომრითა და სხვადასხვა პრიზებით
დაჯილდოვდა.
პროექტის მხარდამჭერი
ორგანიზაციები: UNESCO
International Dance Council (CID);
ფოლკლორული
ფესტივალების
ევროპული
ასოციაცია-EAFF;
ააიპ
კულტურის
ინსტიტუტი;
კულტურისა
და
ხელოვნების
განვითარების
კავშირი
„არტ-ფოლკი“;
საქართველოს
ქორეოგრაფთა
კავშირის
გაზეთ
„საქართველოს
ქორეოგრაფიის“
რედაქცია,
ვეტერან
ქორეოგრაფთა
საქველმოქმედო ფონდი
და
ქართული
ქორეოგრაფიის
ეროვნული
ცენტრი.